ჭა, წყარო - თუ სიზმარში მუშაობთ ჭის წესრიგში მოსაყვანად, ე.ი. ცხადში ვერ უმკლავდებით თქვენ ირგვლივ წარმოქმნილ არახელსაყრელ ვითარებას და ექცევით სხვების ინტერესების გავლენის ქვეშ. თუ სიზმარში ჩავარდით ჭაში, ეს გაფრთხილებთ: არ ჩავარდეთ დეპრესიაში. თუ ჭა ჩაინგრა, ეს ნიშნავს, რომ მტრები თქვენს ჩანაფიქრებს მთლიანად გააბათილებენ.
ცარიელი ჭა, ნიშნავს, რომ თქვენ გაგქურდავენ, თუ თქვენს საიდუმლოს გაანდობთ უცხო ადამიანებს. თუ გესიზმრებათ, რომ ჭიდან წყალს ქაჩავენ–მოგეცემათ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. არტეზიული ჭა ბრწყინვალე შესაძლებლობას გიქადით: თქვენ შეაბიჯებთ ცოდნისა და განცხრომის სამყაროში. თუ ჭიდან იღებთ წყალს, ეს ნიშნავს, რომ აგისრულდებათ სასურველი ოცნება, მაგრამ თუ წყალი მღვრიე და უსუფთაოა, გარდაუვალია უსიამოვნება.

ჭადრაკი - თუ თქვენ ჭადრაკი გესიზმრებათ, ეს საქმეების შეჩერებასა და ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. თუ ჭადრაკის პარტია წააგეთ, უპატიოსნო ადამიანები ბევრ უსიამოვნო მომენტებს შეგიქმნიან. ხოლო თუ თქვენ პარტია მოიგეთ, სიძნელეებს კარგად გაართმევთ თავს.

ჭამა - თუ გესიზმრებათ, რომ მარტო ჭამთ, ე.ი. გემუქრებათ დანაკარგი და მელანქოლია. თუ სიზმარში ჭამთ კარგ საზოგადოებაში, ცხადში გელით წარმატება საქმეებში, კარგი გარემოცვა და ბრწყინვალე პერსპექტივები ბიზნესში. თუ ხედავთ, რომ თქვენი გოგონა მაგიდიდან ალაგებს ნაჭამ ხორცს, ცხადში გაგანაწყენებთ თქვენგან დამოკიდებული ხალხი, რომელსაც თქვენ პატივს არ სცემთ. იგივე შეიძლება ითქვას რესტორნის ოფიციანტზე.

ჭანჭიკები - ჭანჭიკების ნახვა ნიშნავს, რომ წარმოგექმნებათ უსიამოვნებანი. თუ ჭანჭიკები ძველი ან გამოუსადეგარია, მაშინ თითქმის თქვენი არც ერთი მოლოდინი არ ასრულდება

ჭაობი - ჭაობის ნახვა სიზმარში ნიშნავს მძიმე ტვირთს, რომლისგან თავის დაღწევის ყოველი მცდელობა, გრძნობთ, რომ უნაყოფოა–ავადმყოფობამ ან ნებისმიერმა სხვა უსიამოვნებამ შეიძლება დაგჩაგროთ.
თუ სიზმარში ჭაობიდან ადგილს გაივლით–ცხადში გაუთვალისწინებელი გარემოებები გაიძულებენ გეგმებზე უარის თქმას.

ჭარხალი - ჭარხლის კარგი მოსავალი მშვიდობიან და მოსავლიან წელს მოასწავებს. ჭარხლის მეგობრების წრეში ჭამა სასიამოვნო ახალ ამბებს ნიშნავს

ჭაღი, ფარანი - ჭაღი სიზმარში ნიშნავს მოულოდნელ წარმატებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, დატკბეთ სიამოვნებითა და სიმდიდრით. თუ გესიზმრებათ გატეხილი, დიდი ხნის გაუწმენდავი ფარანი–ბირჟაზე წარუმატებელი თამაში გაანადგურებს თქვენი შეხედვით ასე საიმედოდ განმტკიცებულ ბედს. თუ დაგესიზმრათ, რომ შუქი ჩაქრა იმ ფარანში, რომელიც თქვენ გინათებდათ, ე.ი. ავადმყოფობა ან უბედურება გააბუნდოვნებს თქვენს მომავალს, რომელიც ასე ბევრს გპირდებოდათ.

ჭექა–ქუხილი - სიზმარში ჭექა–ქუხილის ხმის გაგონება ნიშანია საქმეებში წარუმატებლობისა. ჭექა–ქუხილის ზონაში მოხვედრა–მოახლოებული უბედურების მაუწყებელია. მიწის შემაზანზარებელი ჭექა–ქუხილის ძლიერი გრუხუნი მოასწავებს დიდ დანაკარგსა და იმედგაცრუებას.

ჭვავი - თუ ჭვავი დაგესიზმრათ–თქვენ ბრწყინვალე მომავალი გელოდებათ. ჭვავის მარცვლების ყავა ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებას ზომიერად და დაფიქრებულად წარმართავთ. თუ ჭვავის ყანაში საქონელი შევიდა–წარმატების მომასწავებელია

ჭიები - ჭიები სიზმარში ინტრიგების სიმბოლოა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მას ჭიები დასცოცავენ ზედ, ცხოვრებაში იგი ძირითადად მატერიალური გამორჩენის ძებნით იქნება დაკავებული. თუ ის მათ იშორებს, ცხადში შეეცდება თავი დააღწიოს მერკანტილურ მისწრაფებებს და სულიერებას მეტ დროს დაუთმობს.
თუ ჭიებს სათევზაოდ აგროვებთ, ცხადში თქვენი კონკურენტების მოხერხებულად გამოყენებას შეძლებთ. ხანდახან ჭიები სიზმარში იმაზეც მიგანიშნებთ, რომ დროა საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ.

ჭილოფი - ახალი ჭილოფი ნიშნავს, რომ თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიშლება თქვენი გეგმების ცხოვრებაში გატარების თვალსაზრისით. ძველი და დახეული ჭილოფი კი ბევრ უსიამოვნო მოვლენებს მოასწავებს თქვენთვის

ჭილყვავი - სიზმარში ჭილყვავების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ ჭეშმარიტ სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანენ მხოლოდ ნამდვილი მეგობრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მორიდებული მოთხოვნილებები და შეხედულებები თქვენსას არ ემთხვევიან.

ჭინჭარი - თუ სიზმარში დასეირნობთ ჭინჭრებში, მაგრამ დასუსხვის გეშინიათ–წარმატებას მიაღწევთ; თუ თქვენ დაწვით ის, მაშინ თქვენი თავის უკმაყოფილო იქნებით და სხვებსაც გააუბედურებთ. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში მიდის ჭინჭრის ბარდების გავლით, ეს ნიშნავს, რომ ხელს რამდენიმე მამაკაცი სთხოვს და გადაწყვეტილების მიღებისას ნერვიულობას ვერ ასცდება.
საერთოდ, ჭინჭარი სიზმარში ცუდი ნიშანია. მის მნახველს მოელის გაჭირვება და მოუსვენარი შვილები

ჭიშკარი - სიზმარში ჭიშკრის ნახვა ან ჭიშკარში შესვლა საგანგაშო ცნობაა მის შესახებ, ვინც ახლა თქვენთან არ იმყოფება. საქმეში კი შეიძლება გაუგებრობას ნიშნავდეს. დაკეტილი ჭიშკარი–ნიშანია გადაულახავი წინააღმდეგობებისა; მაგრამ თუ თვითონ კეტავთ–ესაა წარმატება საქმეში და ერთგული მეგობრები. გატეხილი, ძველი კარები მოასწავებს წარუმატებლობას და წინააღმდეგობრივ გარემოებას. მას, ვინც სიზმარში კარებზე ქანაობდა, უნდა ახსოვდეს, რომ უნაყოფო საქმიანობას ეწევა. ჭიშკარში შესვლა ან მისი გაღების მცდელობა ნიშნავს, რომ თქვენი შრომა წარუმატებელი იქნება

ჭორაობა, ძრახვა - თუ სიზმარში ჭორაობთ და განკითხავთ სხვებს, შეიძლება გარემოება თქვენ საწინააღმდეგოდ შეიცვალოს. თუ დაგესიზმრათ, რომ მეგობრები ცუდად გახსენებენ–თქვენი ბავშვები მოგცემენ სანერვიულო მიზეზს.

ჭორები - თუ სიზმარში ჭორების სამიზნე ობიექტი გახდით, არის საშიშროება, შეცდომა დაუშვათ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას; შეიძლება ნამდვილ საქმიან ადამიანებს ისინი ამჯობინოთ, ვისთანაც მხოლოდ გართობაა შესაძლებელი. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ჭორაობს, ცხადში მალე მიხვდება, რომ მისი რჩეული მხოლოდ კარგი ადამიანის როლს თამაშობდა.

ჭორები - თუ სიზმარში ჭორების სამიზნე ობიექტი გახდით, არის საშიშროება, შეცდომა დაუშვათ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას; შეიძლება ნამდვილ საქმიან ადამიანებს ისინი ამჯობინოთ, ვისთანაც მხოლოდ გართობაა შესაძლებელი. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ჭორაობს, ცხადში მალე მიხვდება, რომ მისი რჩეული მხოლოდ კარგი ადამიანის როლს თამაშობდა.

ჭორფლები - სიზმარში ქალი თუ თავის სახეზე ხედავს ჭორფლებს–მის კეთილდღეობას დაარღვევენ სამწუხარო მოვლენები. თუ ის მას სარკეში ხედავს, ეს უქადის საყვარელი ადამიანის დაკარგვას

ჭრილობა - თუ გესიზმრებათ, რომ დაგჭრეს–ეს საქმეში არასასურველ შემობრუნებას მოასწავებს. თუ დაჭრილებს ხედავთ–ერთ–ერთი თქვენი მეგობარი თქვენ მიმართ უსამართლო იქნება. თუ დაჭრილს დახმარებას აღმოუჩენთ, ე.ი. ბედისაგან მინიჭებულ შანსს სრულად გამოიყენებთ

ჭრიჭინა - ჭრიჭინა სიზმარში უსიამოვნო ამბავს მოასწავებს; ცხადში სიღარიბესთან შებრძოლება მოგიწევთ.

ჭურჭელი - სუფთა ჭურჭელი–კეთილის ნიშანია, რომელიც კეთილდღეობას მოასწავებს. ჭუჭყიანი ჭურჭელი–არასასურველი მოვლენების მაუწყებელია. თეფშის ხელში აღება–წარმატებაა, დავარდნა და გატეხვა–დროებითი წარმატება.
თუ დაგესიზმრათ, რომ ათვალიერებთ სუფთა, ლამაზ ჭურჭელს, თქვენს სახლში წესრიგი იქნება. თაროებზე ლამაზი ჭურჭლით გაფორმებული მაღაზიის ნახვა გოგონასათვის საიმედო ქორწინებას ნიშნავს. ჭურჭლის ცარიელი თაროები, ქაოსისა და საქმიან სფეროში უსიამოვნების ნიშანია.


Yandex.Metrica