ლაბა (კულინარიაში გამოყენება) - ლაბას დასიზმრება ცხადში დასახული მიზნის მისაღწევად ყველა წინააღმდეგობის იოლად გადალახვას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ლაბას ამზადებს–მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრას მოასწავებს

ლაბადა - თუ თქვენ ლაბადა დაგესიზმრათ, შესაძლოა საკუთარი სიჯიუტის მსხვერპლი გახდეთ. თუ სიზმარში ვინმეს ლაბადას სთხოვთ, თქვენი წარუმატებლობის მიზეზი სხვისი შეცდომები გახდება. თუ თქვენ ახალი ლაბადა დაგესიზმრათ, სურვილები აგისრულდებათ.
თუ სიზმარში ხვდებით, რომ სხვისი ლაბადა გაცვიათ, ეს გართულებულ სიტუაციას მოასწავებს, სადაც მეგობრების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დახეული ლაბადა დიდ უსიამოვნებებს ნიშნავს. თუ სიზმარში კარგავთ ლაბადას–მოგიწევთ თქვენი ბედის ხელახლა მოწყობა; მწარედ ინანებთ თქვენი მიმნდობი ხასიათისა და საქმეში დაუდევრობის გამო

ლაბირინთი - თუ გესიზმრებათ ლაბირინთი, შესაძლოა, ცხადში თქვენი ბიზნესისათვის მაინტრიგებელი და გასაოცარი პირობები გაგიჩნდეთ. ცოლი ოჯახში თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის, ხოლო ბავშვები გამოავლენენ თავიანთი ხასიათის ცუდ მხარეებს. თუ ლაბირინთში თქვენს თავს ხედავთ სიბნელეში–ელოდეთ რაღაც უსიამოვნებებს. შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე სწრაფწარმავალი ავადმყოფობა ან არეულობა ბიზნესში. ვაზების ან ხეების ლაბირინთი უფრო სერიოზული ნიშანია: ერთი მოულოდნელი ბედნიერება შეიძლება თქვენთვის იქცეს შესაძლო დანაკარგის ან სასოწარკვეთილების მიზეზად. თუ ხედავთ არხების ქსელს ან რკინიგზას, თქვენ მალე გელით ხანგრძლივი მგზავრობა, სადაც საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, ბიზნესის მხრივ კი, ეს მგზავრობა მომგებიანი იქნება

ლაბორატორია - სიზმარში თუ ლაბორატორიაში იმყოფებით–ე.ი. დახარჯავთ უზარმაზარ ენერგიას უსარგებლო საქმიანობაზე მაშინ, როცა პრაქტიკული საქმიანობით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდით. თუ გესიზმრებათ, რომ ხართ ალქიმიკოსი და ცდილობთ რკინის ოქროდ გადაქცევას–სინამდვილეში შექმნით საინტერესო პროექტს, მაგრამ მიზნის მიღწევისას წარუმატებლობას განიცდით: სიმდიდრე აღმოჩნდება მითად, ხოლო თქვენი საყვარელი ქალი არაგულწრფელი იქნება თქვენ მიმართ

ლაგუნა - თუ დაგესიზმრათ ლაგუნა–ჩათრეულ იქნებით ეჭვიანობის მორევისა და გაუგებრობაში თქვენივე სისულელის გამო

ლალი - ლალი სიზმარში ყოველთვის კეთილის მაუწყებელია. თუ ქალმა დაკარგა ლალი, შეყვარებული მას მიატოვებს

ლამპა - ნავთის ლამპა ნიშნავს საქმიან აქტიურობას, საიდანაც თქვენ კარგ შედეგს ელით. ლამპა ნავთის გარეშე მოასწავებს დეპრესიისა და სასოწარკვეთილებას. სუფთად და ლამაზად მანათობელი ლამპა მოასწავებს ოჯახურ ბედნიერებასა და წარმატებულ საქმიანობას. თუ თქვენ სიზმარში დაგაქვთ ლამპა, ე.ი. თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ, ცხოვრობთ საკუთარი ჭკუით და თქვენს აზრებს სხვებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებთ. თუ სიზმარში შეშინდით და ლამპა ფანჯრიდან ისროლეთ, ეს ნიშნავს, რომ მტრები მოჩვენებითი მეგობრობისა და ვითომ თქვენი წარმატების ინტერესით მახეს დაგიგებენ. თუ ლამპა ბოლავს–დაგეუფლებათ ყველაზე მდაბალი გრძნობები–ეჭვიანობა და შური, მაგრამ ბრძოლის შედეგად შეიცნობთ თქვენი უბედურების ჭეშმარიტ დამნაშავეს.
თუ სიზმარში იატაკზე დაგივარდათ ანთებული ლამპა–ე.ი. მთელი თქვენი გეგმები დაიმსხვრევიან. გატეხილი ლამპა მოასწავებს მეგობრის ან ნათესავის სიკვდილს. თუ ლამპა ბჟუტავს–გელით უბედურება. თუ ლამპის ცეცხლით დაგეწვათ კაბა–დაგამცირებენ ადამიანები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მეგობრებად გაჩვენებდნენ თავს, ბიზნესში კი გელით საშიშროება.

ლანგარი, სინი - თუ ლანგარი დაგესიზმრათ, ქონებას უმიზნოთ გაფლანგავთ. თუ ლანგარზე ძვირფასეულობა აწყვია–წარმატება გელით

ლანდო - თუ მეგობართან ან შეყვარებულთან ერთად მიდიხართ ლანდოთი–თქვენს ცხოვრებაში ერთმანეთს მიჰყვებიან ბედნიერი წუთები; მაგრამ თუ ლანდო გადაბრუნდა, სიხარული მოულოდნელად მწუხარებით შეიცვლება, თუმცა თქვენ სულიერად არ დაეცემით

ლაპარაკი - თუ სიზმარში ვინმეს ელაპარაკებით, მალე ახლობლის ავადმყოფობის ამბავს გაიგებთ. ხმამაღალი და მოსაბეზრებელი ლაპარაკი, რომელიც სიზმარში გაწუხებთ, ცხადში სხვის საქმეებში ჩარევას ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენზე ვინმე ლაპარაკობს, მეგობრები თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი იქნებიან. სიზმარში რაიმე ჭურჭლიდან დალევა ნიშნავს სიყვარულით ტკბობას. გატეხილი ვაზა (ფინჯანი)–უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში საჩუქრად იღებს ლარნაკს–ის შეისრულებს სანუკვარ ოცნებას

ლატარეა - თუ სიზმარში ნახეთ ლატარეა და თვითონაც მონაწილეობდით მის გათამაშებაში–ცხადში ჩაერევით რაღაც უნაყოფო საქმიანობაში და ტყუილად წახვალთ ჩაფიქრებულ მოგზაურობაში. თუ ხელში ბედნიერი ბილეთი გიჭირავთ, ცხადში შეიძენთ რაღაც სასიამოვნოს, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება ხლაფორთსა და ნერვიულობასთან.
ნახვა, თუ როგორ იგებენ სხვები, ნიშნავს, რომ მონაწილეობას მიიღებთ სასიამოვნო ქმედებაში, როცა თქვენი მეგობრების უმეტესობა შეიკრიბება. წაგება–ე.ი. იზარალებთ სხვა ხალხის მტრობით და თქვენი საქმე მხოლოდ დარდს შეგმატებთ.
ახალგაზრდა ცოლი, რომელიც ხედავს ან თვითონ მონაწილეობს ლატარეაში, მეტყველებს, რომ მისი არასერიოზული დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი მას მოუტანს იმედგაცრუებას, ხოლო მეუღლე აღმოჩნდება არასანდო და ცვალებადი. საერთოდ, ლატარეის ნახვა სიზმარში–არასანდო პარტნიორებია ბიზნესში, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობანი დროებითი კმაყოფილების მომტანია

ლაქა - ხელებზე ან ტანსაცმელზე გაჩენილი ლაქები იმაზე გაფრთხილებთ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენთვის ზიანის მოყენება სურთ და თქვენ მათგან თავის დაცვა მოგიწევთ

ლაქი - ნახვა, თუ როგორ უსვამთ ლაქს რაიმე საგანს, ნიშანია გაფრთხილებისა: ნუ შეეცდებით პოპულარობის მიღწევას თაღლითობით. თუ ნახეთ, რომ სხვა ადამიანები უსვამენ ლაქს რაიმეს–ასევე საშიშროების ნიშანია იმათი მხრიდან, ვინც ნებისმიერი ხერხით ცდილობს გამდიდრებას

ლეიბი - ლეიბის ნახვა–უახლოეს მომავალში მოგემატებათ ვალდებულებები. თუ სიზმარში გძინავთ ახალ ლეიბზე–კმაყოფილი იქნებით თქვენი გარემოცვით. ფაბრიკის ნახვა, სადაც კერავენ ლეიბებს, გპირდებათ, რომ თქვენ გამოგიჩნდებიან მდიდარი პარტნიორები და თქვენი შემოსავლები გაიზრდება

ლეოპარდი, ჯიხვი - თუ სიზმარში თავს გესხმით ლეოპარდი, ეს ნიშნავს, რომ, თუმცა მომავალი მიმზიდველად გეჩვენებათ, წარმატების მიღწევა ბევრ სიძნელესთან იქნება დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ მიმნდობი იქნებით. ლეოპარდის მოკვლა წარმატების საწინდარია. ლეოპარდი ნახოთ გალიაში–მტრები, რომლებიც ცდილობენ თქვენთვის ხელის შეშლას, დამარცხდებიან.
თუ თავის სტიქიაში მყოფი ლეოპარდი თქვენგან გაქცევას ლამობს–ელოდეთ გართულებას ბიზნესსა და სიყვარულში, მაგრამ თქვენი ძალისხმევით მას გადალახავთ. ლეოპარდის ტყავი ნიშნავს, რომ თქვენს ინტერესებს ემუქრება საფრთხე თქვენთვის პატივსაცემი, მაგრამ უსინდისო ადამიანისაგან

ლექსიკონი - როცა სიზმარში ლექსიკონს იყენებთ, ეს თქვენი სიმორცხვის ნიშანია და თქვენ ძირითადად გარემოცვაზე ხართ დამოკიდებული. თუ ამ სიმორცხვეს გადალახავთ–საქმეები უკეთ წაგივათ

ლეღვი - ლეღვის ჭამა სიზმარში მიმანიშნებელია რაღაც აფორიაქებისა, რომელიც ცოტა ხნით მოგიცავთ. გაზრდილი ლეღვის ნახვა კარგია და მოასწავებს საქმეების წყნარად წარმართვასა და კარგ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კარგია თუ ასეთ სიზმარს ხედავს გოგონა–ეს მას ჰპირდება ღირსეულ და მდიდარ ქორწინებას

ლიმონათი - თუ სიზმარში სვამთ ლიმონათს, სინამდვილეში თქვენ გამოავლენთ შემოქმედებითობას, რათა აჯობოთ სხვებს და წარმოადგინოთ საკუთარი გეგმები და პროგრამა თქვენი საქმის განსავითარებლად; თუმცა იყავით მზად იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ინტერესი თქვენი ძალისხმევით შესრულდება

ლიმონები - დაფოთლილი და ნაყოფით დახუნძლული ლიმონის ხე მოასწავებს საყვარელი ადამიანისადმი ეჭვიანობას, თუმცა არსებული მტკიცებულებები გამოავლენენ თქვენი ეჭვიანობის აბსურდულობას. ლიმონის ჭამა–დამცირება და იმედგაცრუებაა. მწვანე ლიმონი მოასწავებს ავადმყოფობას. გამხმარი ლიმონის ნახვისას ცოლ–ქმარს გაყრა, ხოლო შეყვარებულებს დაცილება ემუქრებათ

ლიფტი - თუ სიზმარში ადიხართ ლიფტით–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას და სიმდიდრეს, მაგრამ თუ დაბლა ეშვებით, გელით წარუმატებლობა და დიდი იმედგაცრუება. თ ხედავთ დაბლა დაშვებულ ლიფტს, რომლიდანაც ეს–ესაა ხალხი გამოვიდა–გემუქრებათ საშიშროება

ლოგინი - სუფთა ლოგინი საზრუნავისაგან თავის დაღწევას ნიშნავს. თუ თქვენ შლით ლოგინს, ახალი სიყვარული გელით. ლოგინი უცნობ საძინებელში–მეგობრების ჩამოსვლაა. ლოგინი სუფთა ჰაერზე ნიშნავს ფართო შესაძლებლობებს, რომელიც გადაიშლება მის წინაშე, ვისაც სურს ცხოვრების შეცვლა

ლოკოკინა - ლოკოკინა სიზმარში მიგითითებთ, რომ თქვენ გარშემო შეიქმნა არასასურველი გარემო. თუ თქვენ გაჭყლიტეთ ლოკოკინა, მაშინ ცხადში საქმე გექნებათ არასასიამოვნო ხალხთან

ლოკომოტივი - თუ გესიზმრებათ დიდი სისწრაფით მოძრავი ლოკომოტივი, ეს მოასწავებს თქვენი კეთილდღეობის უსწრაფეს ზრდას და მომავალ მოგზაურობას საზღვარგარეთ, მაგრამ თუ თბომავალი დგას–უსიამოვნებები უშლიან საქმეს, ხოლო მოგზაურობა უკეთეს დრომდე გადაიდება. ძველი, დამტვრეული თბომავლის ნახვა ცუდის ნიშანია–მომასწავებელი უბედურების ან საკუთრების დაკარგვისა.
სიზმარში მოახლოებული თბომავლის თვლების ხმის გაგონება–ახალი ამბავია უცხოეთიდან. შესაძლოა, თქვენი საქმეები უკეთესობისაკენ შეიცვალოს და ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. მისი საყვირის ხმის გაგონება–გაგიკვირდებათ და გაგიხარდებათ დიდი ხნის უნახავი მეგობრის გამოჩენა ან მისი დაწინაურება სამსახურში

ლომბარდი - სიზმარში ლომბარდში შესვლა ცუდი სიზმარია, რომლის შემდეგ თქვენ განიცდით იმედგაცრუებას ან შეიტყობთ დანაკარგის შესახებ. ლომბარდში ნივთების ჩაბარება ნიშანია შეყვარებულების ან ცოლ–ქმარის დაცილებისა ან ბიზნესში დანაკარგისა.
თუ ქალი შედის ლომბარდში–ე.ი. ის თავს დამნაშავედ თვლის და უკვე ნანობს დაკარგულ მეგობრებზე. თუ თქვენ შედიხართ ლომბარდში თქვენი ნივთების გამოსასყიდად–ისევ დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა და ხელახლა დაიკავებთ ცხოვრებისეულ პოზიციას.
უბრალოდ, ნახვა ლომბარდისა, ნიშნავს, რომ ზედმეტად მიმნდობი ხართ, რის გამოც არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენი შეუბღალავი სახელი მსხვერპლად მიიტანონ რაღაც უხამსი საქმის გამო

ლომი - თუ დაგესიზმრათ ლომი, ნიშნავს, რომ გმართავენ ძლიერი ძალები. თუ სიზმარში იმორჩილებთ ლომს, ცხადში ნებისმიერ საქმეში გამარჯვება გელით. თუ სიზმარში ლომი გამარცხებთ–მტრებისაგან დაუცველი დარჩებით. ლომის ნახვა გალიაში ნიშნავს, რომ თქვენი გამარჯვება მთლიანად დამოკიდებული იქნება თქვენს შესაძლებლობაზე–გაანეიტრალოთ თქვენი მოწინააღმდეგეების მოქმედება. სიზმარში ლომის მომთვინიერებლის ნახვა–საქმეში წარმატების საწინდარია: ქალები კეთილგანწყობილნი იქნებიან თქვენ მიმართ.
სიზმარი ახალგაზრდა ლომზე მიუთითებს, რომ თქვენი ახალი სამეწარმეო საქმიანობა წარმატებული იქნება, თუ საჭირო ყურადღებას დაუთმობთ მას. თუ სიზმარში გესმით ლომის ბრდღვინვა, გელით მოულოდნელი წარმატება ბიზნესსა და სასიყვარულო საქმეში. ლომზე შეჯდომა–გამოავლენთ ვაჟკაცობასა და დაჟინებას სიძნელეთა გადალახვისას.
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება დანიელ წინასწარმეტყველი ლომების ღრიალის თანხლებით, მისი ინტელექტი და პირადი მიმზიდველობა მისდამი განაწყობს ბედს და მისთვის სასურველ მიჯნურს. ლომის ტყავი ნიშნავს ბედნიერებასა და სიმდიდრეს. თქვენზე ნახოთ მოღრიალე და კბილებდახრჭენილი ლომის თავი, მიგანიშნებთ, რომ თქვენი მისწრაფება ძალაუფლებისაკენ საშიშროების ქვეშაა.
თუ სიზმარში თქვენს ბავშვებს დანით იცავთ ლომისაგან, ნიშნავს, რომ მტრები, რომლებიც გემუქრებიან, წარმატებას მიაღწევენ, თუ წამოეგებით მათ ხრიკებს და, თუნდაც დროებით, ხელს აიღებთ თქვენი ვალისა და საქმისადმი მოვალეობისაგან

ლორი - ლორის ნახვა ნიშნავს, რომ ვიღაც გიყენებთ ცუდი ზრახვებით. ლორის დაჭრა დიდ ნაჭრებად–ღირსეულად მოიგერიებთ უღირს ადამიანთა თავდასხმებს. გატყავებული საქონლის დანაწილება–დაიმსახურებთ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას.
თუ სიზმარში ვაჭრობთ შაშხით, ნიშნავს, რომ მალე შეიძენთ სიმდიდრეს, მაგრამ თუ ჭამთ–მაშინ რაღაც ფასეულს დაკარგავთ. განსაკუთრებით ცუდია, თუ გესიზმრებათ, რომ ამარილებთ ბეკონს და თან ბოლის სუნს გრძნობთ

ლუდი - თუ სიზმარში სვამთ ლუდს, ეს ცხოვრებაში იმედგაცრუებაზე მიუთითებს. თუ ხედავთ სიზმარში იმ ადამიანებს, რომელიც ლუდს სვამენ–ვიღაცის ინტერესები თქვენ იმედებს გაგიცრუებთ. ხოლო თუ ლუდის გურმანი, სასიამოვნო გარემოში წყნარად მიირთმევს საყვარელ სასმელს, მისი ცხოვრება ძალზე კარგად აეწყობა

ლუდის ბარი - ვისაც ლუდის ბარი ესიზმრება, მან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საქმეში, ვინაიდან მტრები ცხადში ყოველ მის ნაბიჯს უთვალთვალებენ

ლუდის გამოხდა - თუ თქვენი თავი ლუდის გამოსახდელში დაგესიზმრათ–თქვენ ბიუროკრატიზმისა და უსაფუძვლო განცხადებების გამო დაისჯებით, თუმცა დიდი ჯაფის შემდეგ სიმართლეს მაინც დაამტკიცებთ. ნებისმიერი საგანი, რომელსაც შეხება აქვს ლუდის გამოხდასთან, მიანიშნებს, რომ თქვენი ჯაფა კარგად დასრულდება და მიიღებთ როგორც მორალურ, ისევე მატერიალურ მოგებას.

ლუპა - სიზმარში ლუპიდან ყურება გაუწყებთ, რომ შეიძლება საქმის დამთავრება შესაბამის დონეზე. ქალი თუ ნახავს, რომ ლუპა უჭირავს ხელში–ის მიიპყრობს ადამიანის ყურადღებას, რომელიც შემდეგ იგნორირებას გაუკეთებს მას.

ლურსმანი - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ლურსმნებს–გელით მრავალი კონფლიქტი და არც თუ ისე ბევრი სიხარული. თუ თქვენს სიზმარში თქვენი ბიზნესი ლურსმნების წარმოებაა–მიიღებთ წინადადებას პრესტიჟული, მაგრამ მცირეხელფასიანი სამსახურის შესახებ. დაჟანგული ან დაღუნული ლურსმნები–ავადმყოფობა და წარუმატებლობაა ბიზნესში
 


Yandex.Metrica