აბაზანა თუ ახალგაზრდა სიზმარში იღებს აბაზანას–ეს მოასწავებს მღელვარებას საყვარელი ადამიანის გამო და მისი პატივისცემის დაკარგვის შიშს. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი აფრთხილებს უბედურ შემთხვევაზე ან მუცლის მოშლის საშიშროებაზე, მამაკაცს კი–ღალატზე. ასეთი სიზმრის შემდეგ გმართებთ დიდი სიფრთხილე ნებისმიერ საქმეში.
თუ თქვენ მარტო არ ბანაობთ, ცხადში უფრთხილდით საშიშ თანამგზავრებს, უკეთურ სიტყვებს ან ცილისწამებას.თუ ქვრივი ხედავს აბაზანას–ე.ი მან დაივიწყა ყოფილი ურთიერთობა და მზადაა ახალი სიყვარულისათვის. გოგონა ფრთხილად უნდა იყოს მოკეთესთან ურთიერთობაში, მამაკაცი კი ჩათრეულ იქნება უხამს საქმეში.
ჭუჭყიანი წყალი აბაზანაში მიუთითებს, რომ თქვენ გვერდით არსებობს ბოროტება და თვით სიკვდილი. ცივი და სუფთა წყალი მოასწავებს მხიარულებასა და ჯანმრთელობას. საერთოდ, ასეთი სიზმრის მნახველს ჰმართებს სიფრთხილე და კარგად გააზრებული მოქმედება.

აბანო ორთქლის აბანოში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ, რომ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ სახლიდან და მეგობრებიდან მოშორებით, თუმცა ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გესიზმრებათ, რომ სხვები ბანაობენ, თქვენ დაკავებული იქნებით სასიამოვნო ნაცნობობით.

აბები სიზმარში წამლის აბის მიღება–ცხადში ბავშვის ავადმყოფობას ნიშნავს, თუმცა ეს თქვენ დიდ ტვირთად არ დაგაწვებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს აძლევთ აბს, ეს მიანიშნებს გარშემომყოფი საზოგადოების უკმაყოფილებას თქვენი მუდმივი უხასიათობით. უფრო გულღია და თბილი იყავით ადამიანებთან და ყველაფერი მოგვარდება.
სიზმარში აბები საქმეში უმნიშვნელო წარმატებას ნიშნავს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ღებულობს აბებს ან მათ ჰყრის–მისი ცხოვრება დამძიმდება წვრილმანი შურითა და უაზრო შიშით.

აბორტი სიზმარში თუ ქალი თანახმაა აბორტზე, მართებს სიფრთხილე, რათა არ ჩაიდინოს ისეთი საქმე, რომელიც მას შეარცხვენს და ზიანს მიაყენებს. თუ ეს ოპერაცია ესიზმრება ექიმს, ე.ი სიზმარი შეახსენებს პროფესიულ ვალზე, რომლის უგულებელყოფის უფლება მას არ აქვს.


აბრეშუმი თუ სიზმარში აბრეშუმის ტანსაცმელს ატარებთ, თქვენი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული იქნება. შესაძლოა, იმ ადამიანსაც კი დაუმეგობრდეთ, რომელსაც ადრე გაურბოდით. თუ გოგონას ძველებური აბრეშუმის კაბა ესიზმრება, ეს იმის ნიშანია, რომ იგი ძალზე ამაყობს თავისი წარმოშობით. შესაძლოა, მას მალე ხელი სთხოვოს შეძლებულმა, მაგრამ არც თუ ახალგაზრდა პიროვნებამ. მაგრამ თუ კაბა ჭუჭყიანია, სიამაყის გამო იგი შემოთავაზებაზე უარს იტყვის და სიღარიბეში მოუწევს ცხოვრება.


აბრეშუმის ჭია
როცა სიზმარში აბრეშუმის ჭიას ხედავთ, ეს იმის ნიშანია, რომ მალე მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას დაიკავებთ. აბრეშუმის ჭიის მკვდარი პეპლის ნახვა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დგება, მაგრამ თუ ამ სიზმარს გაფრთხილებად ჩათვლით და მიიღებთ შესაბამის ზომებს, წარუმატებლობას მინიმუმამდე დაიყვანთ.


აბუჩად აგდება, არაფრად მიჩნევა თუ სიზმარში ვინმე აბუჩად აიგდეთ, ცხადში ერიდეთ უხეშობასა და სულელურ მანერებს. ხოლო თუ თქვენ აგიგდეს აბუჩად, არა ერთხელ ინანებთ მასში თქვენი მონაწილეობის გამო.

აგური სიზმარში აგურის ნახვა ნიშნავს აუწყობელ კომერციულ საქმიანობას და უთანხმოებას სიყვარულში. თუ თქვენ აკეთებთ აგურებს, ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ შეძლებთ სიმდიდრის დაგროვებას.


ადამი და ევა ადამი და ევას ნახვა მიგანიშნებთ მოულოდნელ შემთხვევაზე, რომელიც ცუდად შემოატრიალებს თქვენს საქმეს. ედემის ბაღში გველით ხელში მოსეირნე ევას და ლეღვის ხის ფოთლიანი ადამის ნახვა ნიშნავს, რომ ვიღაცის ვერაგობა ემუქრება თქვენს ბედნიერებას. გველით ხელში ევას ლაპარაკის მოსმენა ან ნახვა გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ ცბიერმა პიროვნებამ, რომელიც მზადაა ჩირქი მოცხოს თქვენს რეპუტაციას, შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს საქმეებზე.


ადგილი ( ტრანსპორტში და ა.შ.) თუ სიზმარში შოულობთ ბილეთს (ადგილს ნახულობთ), ცხადში დაზარალდებით საკუთარი ალტრუიზმის გამო. თუ ქალს ესიზმრება, რომ სხვამ გადაუხადა ფული, ეს მიუთითებს მის დაუცველობაზე ვიღაცის ეშმაკობის წინააღმდეგ.


ადვოკატი თუ თქვენ გამოდიხართ დამცველის როლში რომელიმე სასამართლოზე–ყოველთვის იქნებით თქვენი ინტერესების ერთგული და საზოგადოების წინაშე მართალი, როდესაც თქვენი ინტერესები გადაკვეთავს სახელმწიფოსას, ასევე ყოველთვის შეასრულებთ თქვენი მეგობრებისადმი მიცემულ დანაპირებს.


ადიულტერი თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ გატეხეთ ცოლ–ქმრული ფიცი, ჩათრეული იქნებით უკანონო ქმედებაში.
თუ ქალს ესიზმრება, რომ გატეხა ცოლ–ქმრული ფიცი, მაშინ თავისი სიჯიუტის გამო შეიძლება დაკარგოს ქმრის სიყვარული. თუ სიზმარში იგი ქმარს ცვლის სხვა კაცში, ცხადში ქმარი მას უსამართლოდ უარყოფს. თუ ხედავთ, რომ ყმაწვილმა მოგხიბლათ, მაშინ ეს მიგანიშნებთ გაყრის რეალურ საფრთხეზე ქმართან ჩხუბის გამო.
ახალგაზრდა პიროვნებას ადიულტერის ნახვა უქადის დამცირებასა და გაბრაზებას. სიზმარი, რომელშიც ქმარი ღალატობს ცოლს კაცს ჰპირდება საქმეების მოულოდნელ სამწუხარო შემოტრიალებას: ის იქნება წარდგენილი სასამართლოს წინაშე ცოლ–ქმრული ვალდებულებების დარღვევის გამო.


ავადმყოფობა თუ ქალი სიზმარში ავადაა, მაშინ მას გაუთვალისწინებელი მოვლენა სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და აიძულებს, უარი თქვას მოსალოდნელ ვიზიტზე.


ავანტიურისტი თუ სიზმარში გახდით ავანტიურისტის მსხვერპლი, საქმეს წარმატებით ვერ დაასრულებთ. შესაძლოა, თქვენ გვერდით გყავთ მლიქვნელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგატყუოთ. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს თავგადასავლის მაძიებელ ავანტიურისტად, ასეთი სიზმარი აფრთხილებს მას, რომ მეტისმეტად არ გაიტაცოს თავისმა პერსონამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გახდება პირმოთნე ფარისევლის მსხვერპლი.

ავეჯი შავი ფერის შავი ფერის ავეჯი–ე.ი. თქვენს ოჯახში გამეფდება საერთო უკმაყოფილების ატმოსფერო.

ავზი თუ სიზმარში ავზიდან ასხამთ, ცხადში მონაწილეობას მიიღებთ დღესასწაულში ან გართობაში, თუმცა ბევრი განსჯის თქვენს საქციელს. ცარიელი ავზი–ცვლილებებია უარესობისაკენ.

ავტობუსის მძღოლი ავტობუსის მძღოლის დასიზმრება მაუწყებელია ბედნიერებისა და წარმატების საძებნელად მეტისმეტად საინტერესო მოგზაურობისა.

ავტომობილი თუ თქვენ სიზმარში მგზავრობთ ავტომობილით, ეს ნიშნავს სასიამოვნო ხლაფორთს, რომელიც დამთავრდება საქმეებში სასიამოვნო ცვლილებით. თუ სიზმარში მოყევით ავტოკატასტროფაში, მაშინ კარგს ნუღარ ელით იმ გართობისაგან რომელშიც თქვენ აპირებთ მონაწილეობის მიღებას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ თავი დააღწიეთ ავტოკატასტროფას ეს კარგი ნიშანია: შეძლებთ მოწინააღმდეგისაგან თავის დაღწევას.


ავტორი თუ ავტორი სიზმარში ხედავს, რომ მისი ხელნაწერი უარყო გამომცემელმა–მისი ბედი ეჭვქვეშ დადგება, მაგრამ საბოლოო ჯამში ნამუშევარს მიიღებენ. თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ავტორს, რომელმაც თავისი სამუშაო დაამთავრა და ყურადღებით ათვალიერებთ მას, ეს გიქადით უსიამოვნებას ლიტერატურულ მოღვაწეობაში ან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში.


აზია სიზმარში აზიის ერთ–ერთ ქვეყანაში მოგზაურობა მიგანიშნებთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც სწრაფ ცვლილებაზე, თუმცა იგი არ მოგიტანთ არავითარ მატერიალურ სარგებელს.


აზნაურობა, დიდებულნი
თუ სიზმარში ურთიერთობა გაქვთ დიდებულებთან, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მცდელობა ჩიხში შეგიყვანთ, რადგან ინტელექტუალურ განვითარებას არჩევთ სანახაობასა და გართობას. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ ის არჩევანს გააკეთებს ახალგაზრდა თაყვანისმცემლის სასარგებლოდ, რომელიც არ იქნება გამორჩეული ჭკუით და ვერ შეასრულებს ქალის დამცველის როლს.


აივანი შენი თავი ნახო აივანზე–კარგის მომასწავებელია. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის დგას აივანზე შეყვარებულთან ერთად–ე.ი. ბედნიერი ქორწინება ახლოსაა. ძველი აივანი მოასწავებს ოცნებების განადგურებას, იმედგაცრუებას ბიზნესსა და სიყვარულში.


აკადემია თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ იმყოფებოდით აკადემიაში, შეიძლება მწარედ ინანოთ თქვენი სიზარმაცითა და პასიურობით ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე. ხელმძღვანელობდე აკადემიას სიზმარში–ასევე ცუდის მაუწყებელი ნიშანია: თქვენ გაგიტაცებთ განუხორციელებელი ოცნებები, რომელიც ხელს შეგიშლით კონკრეტულ საქმიანობაში თქვენი შესაძლებლობის რეალიზებაში.
ახალგაზრდა გოგონასათვის სასწავლებლიდან დაბრუნება იმის მაუწყებელია, რომ იგი შეეჯახება ცხოვრებისეულ სიძნელეებს.


აკვანი აკვანი, რომელშიც წევს მომხიბვლელი ბავშვი, მოასწავებს კეთილდღეობას თქვენს სახლში და თქვენი შესანიშნავი ბავშვების სიყვარულს. საკუთარი ბავშვის აკვნის დარწევა ცუდი ნიშანია და მიგითითებთ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობაზე. ახალგაზრდა ქალისათვის აკვნის დარწევა ცუდი ნიშანია: უნდა უფრთხილდეს ჭორებს.

აკორდეონი სიზმარში აკორდეონის ხმის გაგონება–თქვენი სულიერი მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლაა: თქვენ გათავისუფლდებით წარსულის უსიამოვნო მოგონებებისაგან. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ის უკრავს აკორდეონზე, ასეთი სიზმარი მაუწყებელია საკმაოდ სამწუხარო მოვლენისა, თუმცა ის შეახვედრებს მას საყვარელ ადამიანთან. თუ მისი აკორდეონი გამოსცემს ყალბ ბგერებს, უნდა მოელოდეს ახლო მეგობრის ავადმყოფობას.


აკრობატი აკრობატების დასიზმრება უმეტესად გპირდებათ არასაჭირო რისკისაგან გათავისუფლებას, რაშიც დიდ როლს თქვენი მეგობრები შეასრულებენ.
სიზმარში თუ თქვენ ხართ აკრობატი და გამოდიხართ ხალხის წინაშე–ცხადში მზად იყავით სიურპრიზებისათვის: მოგიწევთ რაღაცაზე პასუხისმგებლობის აღება და წინააღმდეგობის გაწევა ბოროტებასთან შეჯახებისას. ქალი–აკრობატი სიზმარში–საქმეში ხელმოცარულობის ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება კოსტიუმებში გამოწყობილი აკრობატები–სიზმარი მიანიშნებს მამაკაცთან ურთიერთობაში წარმატებაზე.

ალბომი ალბომის დასიზმრება, რომელსაც ათვალიერებთ ან, უბრალოდ, ხელში იღებთ, გპირდებათ ცხოვრებისეულ წარმატებებს და ნამდვილი მეგობრის შეძენას. თუ ქალს ესიზმრება, რომ ალბომში ათვალიერებს ფოტოებს–მას გამოუჩნდება გულითადი მეგობარი, რომელთანაც ის ბედნიერი იქნება.


ალვის ხე ამწვანებული ალვის ხეები სიზმარში კეთილის ნიშანია. თუ ქალიშვილი თავის თავს შეყვარებულთან ერთად ალვის ხის ქვეშ ხედავს, მაშინ მისი ყველაზე სანუკვარი სურვილები ასრულდება. მისი საიმედო დასაყრდენი მეგობრები გახდებიან და ჩინებული ჯანმრთელობა ექნება. გამხმარი ალვის ხეები თქვენს მომავალ გულგატეხილობას მოასწავებენ.

ალიონი, განთიადი თუ სიზმარში განთიადს ხედავთ, თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება, მხოლოდ ერთი პირობით, სიზმარში ალიონის ნისლსაც უნდა ხედავდეთ. თუ ყველაფერი მკაფიოდ ჩანს–ბოლო წუთში წარმატება გიმტყუნებთ.

ალმასები სიზმარში ალმასების ქონა ძალიან კარგია და მაუწყებელია პატივისცემისა და განდიდებისა. თუ სიზმარში ახალგაზრდა გოგონას შეყვარებული ჩუქნის ბრილიანტს–მას ელის მშვენიერი დაფასებული გათხოვება, რომლებიც მათ ახლობლებს სიამაყით აღავსებს; მაგრამ სიზმარი, რომელშიც თქვენ კარგავთ ბრილიანტებს და ვერ პოულობთ, მაუწყებელია ისეთი უსიამოვნო შეურაცხყოფისა, რომ სიკვდილიც კი მოგინდებათ.
რისკისმოყვარულ ქალს ბრილიანტები სიზმარში ჰპირდებიან გალაღებასა და საუცხოო საჩუქრებს. ბირჟის საქმოსნისათვის ასეთი სიზმარი მოასწავებს მომგებიან გარიგებას. ბრილიანტი ითვლება გამართლების ნიშნად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის მოპარულია მკვდარი გვამიდან. ამ შემთხვევაში ასეთი სიზმარი წინასწარმეტყველებს, რომ თქვენი მუხთლობა თქვენი მეგობრებისთვის ცნობილი გახდება.


ალუბალი ალუბლის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილებითა და უანგარობით მიაღწევთ პოპულარობას. ალუბლის ჭამა ნიშნავს სასურველი საგნის შეძენას. მწვანე ალუბლის ნახვა სწრაფი წარმატების მაუწყებელია.

ალუმინი სიზმარში ალუმინის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ნებისმიერი წარმატებით, რა მცირეც არ უნდა იყოს ის. თუ ქალი სიზმარში ხედავს ალუმინის ჩამუქებულ, ბუნდოვან სამზარეულოს ნაკრებს, მოელის მოულოდნელი, მაგრამ ხანგრძლივი მწუხარება. შესაძლოა, დაკარგოს მისთვის რაღაც ძალზე ძვირფასი.


ამანათი სახლში მოტანილი ამანათი სასიამოვნო მოულოდნელობას ნიშნავს; შესაძლოა ის ადამიანი დაბრუნდეს, რომელიც თქვენგან შორს იმყოფებოდა ან საქმეებით იყო დაკავებული. თუ თავად მიგაქვთ სადმე ამანათი, ე.ი. მოსაწყენი სამუშაო გელით. ამანათი, რომელიც ხელიდან გაგივარდათ, რაღაც საქმეებში წარუმატებლობას გულისხმობს.


ამეთვისტო ამეთვისტოს ქვა ან სამკაული ამეთვისტოს ქვით ნიშნავს, რომ თქვენი თავით და კარგად დამთავრებული სამართლიანი საქმით კმაყოფილი იქნებით. თუ ქალი ხედავს, რომ მან დაკარგა ამეთვისტო, ნიშნავს ნიშნობის ჩაშლას.

ამერიკა მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირების მიერ ასეთი სიზმრის ნახვა ნიშნავს, რომ მოუწევს ხანგრძლივი ზრუნვა თავისი ქვეყნის საქმეებზე. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ მოგზაურობთ (ან საქმიანი ვიზიტი გაქვთ) ამერიკაში, ცხადში მზად იყავით უსიამოვნო მოვლენებისათვის.


ამინდი თუ სიზმარში ამინდს აქცევთ ყურადღებას, ცხადში თქვენი წარმატებები მყარი არ იქნება: გარკვეულ საქმეებში შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ ეს დროებითია. სიზმარში ამინდის პროგნოზის წაკითხვა, ბევრი ფიქრის შემდეგ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას მოასწავებს, თუმცა ამით მხოლოდ მოგებულნი დარჩებით. სიზმარში ამინდის წინასწარმეტყველება–ოჯახში უსიამოვნებას ნიშნავს.


ამპუტაცია თუ თქვენ სიზმარში ხედავთ სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციას, ელოდეთ მცირეოდენ დანაკარგს სამსახურში. სიზმარში ხელისა და ფეხის მოკვეთა მაუწყებელია სავაჭრო საქმეში წაგებისა. მეზღვაურებს ასეთი სიზმარი აუწყებს გრიგარს, ქონების დაკარგვას. დიდ უბედურებაში მყოფ ხალხს ასეთი სიზმარი აფრთხილებს, რომ აუცილებლად უნდა შეძლონ სულიერი მხნეობის მოკრება განსაცდელთან გასამკლავებლად.

ანანასი ანანასების ნახვა ნიშნავს განსაკუთრებით კარგ მომავალს. წარმატება გეწვევათ ძალიან სწრაფად, თუ თქვენ სიზმარში კრეფთ ან ჭამთ ანანასს. თუ დაგესიზმრათ, რომ მაგიდაზე მიტანამდე თითში გეჩხვლიტათ ანანასი, დროებით გაგანერვიულებთ ის საქმე, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, სიხარულსა და წარმატებას მოგიტანთ.

ანგარიშები თუ დაგესიზმრათ, რომ ანგარიშები წარმოგიდგინეს–მალე საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდებით და კანონის დახმარება დაგჭირდებათ. თუ თქვენ ანგარიშებს იხდით, თქვენთვის საინტერესო კამათში კომპრომისს მიაღწევთ. თუ თქვენ სხვას წარუდგინეთ ანგარიშები, ცხადში გაუთვალისწინებელი მოვლენები გეგმების შესრულებაში შეგიშლიან ხელს. თუ სიზმარში ბუღალტერი ქალი ანგარიშობს, ცხადში იგი საფინანსო საკითხებში სიძნელეებს წააწყდება ან სიყვარულში უბედური იქნება.

ანგელოზები სიზმარში ანგელოზების გამოცხადება ნიშნავს, რომ რაღაც შეაშფოთებს და შეაწუხებს თქვენს სულს. თუ სიზმარი სასიამოვნოა, მაშინ თქვენ მეგობრებისაგან გელით კარგი ახალი ამბავი ან მემკვიდრეობა უცნობი ნათესავისგან. სიზმარი ასევე შეიძლება გაფრთხილებდეთ ჭორზე, რომელიც შეეხება თქვენს საქმიან ან პირად ურთიერთობებს ხალხთან. კეთილი ადამიანებისათვის ანგელოზი სიზმარში ნუგეშს, შეგულიანებასა და მონანიებას ნიშნავს.

ანგინა სიზმარში თუ ავადმყოფობთ ანგინით, ნიშნავს მოსაწყენ უსიხარულო სამუშაოს. თუ გესიზმრებათ, რომ სხვები ავადმყოფობენ ანგინით, ე.ი რაღაც ავადმყოფობა დროებით იქცევა თქვენი ძლიერი მღელვარების მიზეზად.


ანდერძი სიზმარში თქვენ მიერ ანდერძის დაწერა ნიშანია მომავალში მძიმე ცხოვრებისეული სიძნელეებისა და განცდებისა. თუ ვიღაცას ესიზმრება, რომ ანდერძი არ შედგა თქვენს სასარგებლოდ, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში გემუქრებათ ჩხუბი და სასამართლო ძიება. თუ სიზმარში ვერ შეძელით თქვენი ანდერძის დამტკიცება, გემუქრებათ ცილისწამება. ანდერძის გაუქმება იმის გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ ცხადში უკვე ხდებით გამყიდველობისა და ტყუილის მსხვერპლი. ანდერძის გაუქმება–არასასურველი ნიშანია თქვენი კომერციული საქმიანობისათვის.


ანეკდოტი სიზმარში ანეკდოტის მოყოლა ნიშნავს, უპირატესობა მიანიჭო მხიარულ კამპანიას სერიოზულთან შედარებით და საქმე წაიყვანო არათანამიმდევრულად და არასერიოზულად. ახალგაზრდა ქალისათვის სიზმარში ანეკდოტის მოსმენა ნიშნავს, რომ ის მოხვდება საეჭვო გართობის მაძიებელ ძალიან მხიარულ ადამიანთა საზოგადოებაში.

ანძა სიზმარში ხომალდის ანძის ნახვა გპირდებათ ხანგრძლივ და სასიამოვნო ვოიაჟს, ახალ მეგობრებსა და შენაძენს. მეკობრეებისაგან დაზიანებული გემის ანძების ნახვა ნიშნავს გარემოებათა მოულოდნელ ცვლილებას, რომელიც გაიძულებთ მოსალოდნელ კმაყოფილებაზე უარის თქმას, თუ ანძა დაესიზმრა მეზღვაურს, მას ელის თავგადასავლებით მდიდარი ნაოსნობა.

ანწლი ნაყოფით დახუნძლული ანწლის ბუჩქის ნახვა ოჯახურ ბედნიერებას მოასწავებს. შესაძლოა, სადღაც გელით სოფლის სახლი, სადაც დაისვენებთ და გექნებათ დრო, ბევრ რამეზე დაფიქრდეთ სიჩუმეში. შესაძლოა, ბედმა მოგზაურობაც შემოგთავაზოთ. ეს ერთ–ერთი ბედნიერი სიზმარია.


არაზომიერება თუ გესიზმრებათ, რომ უზომოდ ფლანგავთ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს–შეიძლება ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავსა და მეგობრებს. თუ სიყვარულში თავშეკავებული იქნებით, ავადმყოფობა გელით და გარშემომყოფთა პატივისცემას დაკარგავთ. გოგონას ასეთი სიზმარი შეყვარებულის დაკარგვას ან ახლობლებთან ჩხუბს უქადის.

არაყი არყით დათრობა ნიშანია მხიარულ და ხმაურიან მეგობრებთან შეხვედრისა. ეს სიზმარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თქვენ ტყუილუბრალოდ დაკარგავთ დროსა და ენერგიას საეჭვო გართობაზე, რაზეც მალე ინანებთ.


არქიტექტორი თუ გესიზმრებათ არქიტექტორები, რომლებიც ხაზავენ ან განიხილავენ თავიანთ პროექტებს, სიზმარი მოასწავებს დიდ ცვლილებებს კომერციულ საქმიანობაში, რომელიც მოგებას მოგიტანთ. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს სიზმარში არქიტექტორს, მაშინ სიზმარი აფრთხილებს მას სერიოზულ დაბრკოლებაზე, რომელიც შეხვდება ქორწინების გზაზე.


არყის ხე არყის ხე სიზმარში ნებისმიერ საქმეში წარმატების ნიშანია, გამხმარი–დანაკარგს მოასწავებს.


არყოფნა
თუ სიზმარში გაღელვებთ ვიღაცის არყოფნა, შეინარჩუნებთ მეგობარს, რომელსაც ძალიან უფრთხილდებოდით; თუ სიზმარში გახარებთ მეგობართან არყოფნა, ე.ი მალე მოიცილებთ მტერს.

არშია, მაქმანი თუ დაგესიზმრათ შეყვარებული, გაიხსენეთ,იყო თუ არა ის მაქმანებში, რადგანაც ეს არის ნიშანი სიყვარულის, ერთგულებისა და ცხოვრების საფეხურზე სწრაფად ამაღლებისა. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს სიზმარში მაქმანებს, ის იქნება ბედნიერი, რადგანაც შესრულდება მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება, თაყვანისმცემლები კი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, დაემორჩილებიან მის ნებას.
თუ ყიდულობთ მაქმანს, მოგიწევთ პრესტიჟული დაწესებულების ხელმძღვანელობა, თუმცა მთავარი სიმდიდრე მაინც სოლიდური მეგობარი იქნება. თუ ყიდით არშიას–მალე თქვენი სურვილების შესრულების ყველა შესაძლებლობას ამოწურავთ.
თუ ახალგაზრდა გოგონა სიზმარში გრეხს მაქმანს, ცხადში ის შეძლებს ლამაზი, გავლენიანი მეგობრის შოვნას. თუ სიზმარში ის მაქმანებით რთავს თავის საქორწინო კაბას, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ მისი რჩეული თაყვანს სცემს მის მომხიბვლელობას, მაგრამ ნანატრი ქორწილი დიდი ხნით გადაიდება.


არშიყობა თუ ქალს ესიზმრება თაყვანისმცემლები და მათი არშიყობა, ცხადში მას არავინ ითხოვს და დიდი ხნით დაეუფლება გულგატეხილობა მამაკაცების მიმართ.
თუ მამაკაცი ქალს ეარშიყება–რეალურ ცხოვრებაში მისი ქალიშვილის უიღბლო ქორწინება დასრულდება განქორწინებით.


არჩევნები თუ სიზმარში მონაწილეობას იღებთ არჩევნებში, ცხადში მოგიწევთ გამოსვლა რაღაც დისკუსიაზე, რომელიც ზიანს მიაყენებს თქვენს მდგომარეობას საზოგადოებაში და შეარყევს თქვენს კეთილდღეობას.

არწივი მოლივლივე არწივი ხელჩართულ ბრძოლას გიქადით, რომელიც თქვენი გამარჯვებით დამთავრდება–ცხოვრებაში განახორციელებთ თქვენს მიზნებს და მიაღწევთ სასურველს; თუ არწივი მაღლა ცაში დაფრინავს, ბედი ყველა სიკეთით დაგასაჩუქრებთ, რაც კი შესაძლებელია.
თუ არწივი მოკალით–შეეცდებით საზოგადოებრივ სარბიელზე ყველა წინააღმდეგობის გადალახვას. თუ ვიღაცის მიერ მოკლული არწივი დაგესიზმრათ–მოულოდნელი შემთხვევა დაგაკარგვინებთ ყველაფერს, რაც კი მანამდე მოგიპოვებიათ.
არწივის ბუდე, რომელშიც მისი შვილები სხედან, გპირდებათ გავლენიან ადამიანთან მეგობრობას. არწივზე ჯდომა და ფრენა–საინტერესო მოგზაურობაა ნაკლებად ცნობილ ადგილებში–გაიფართოებთ თვალსაწიერს და ბევრს შეიძენთ.


არხი არხში ჭუჭყიანი წყლის ნახვა–სხვადასხვა ავადმყოფობა, კუჭის აშლილობა, მტრების ძიებაა. მაგრამ თუ წყალი სუფთაა–გელით წყნარი ცხოვრება და მეგობრების ერთგულება. თუ ახალგაზრდა ქალი არხს გადაცურავს ნავით, ეს ნიშნავს, რომ ის საყვარელ ქმართან ერთად ბრძნულად წარმართავს ცხოვრებას. თუ მან არხი გადალახა ხიდის მეშვეობით, რომლის ქვეშ სუფთა წყალია და კრეფს წყლის მცენარეებს, მას ექნება სასიამოვნო პირადი ცხოვრება და საზოგადოებაში მიაღწევს მაღალ მდგომარეობას, მაგრამ თუ წყალი მღვრიეა, ის ხშირად აღმოჩნდება გაჭირვებაში და გახდება ნევროზის მსხვერპლი, თუ დროულად არ გაიხსენებს ამ სიზმარს, როგორც გაფრთხილებას.

ასაკი ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი სიზმარი ცუდია. თუ თქვენ გესიზმრებათ რაღაც თქვენს ასაკთან დაკავშირებით, იქნებით ზედმეტად პირდაპირი და ჯიუტი, რის გამოც შეიძლება ახლობლებთან იჩხუბოთ. თუ გოგონას ესიზმრა, რომ ის ჩვეულებრივზე დიდი ასაკისაა, სულელურ კომპანიაში მოხვდება. საერთოდ, ასაკთან შედარებით უფროსად დასიზმრება ნიშანია ავადმყოფობისა და უშედეგო რისკისა. დაბერებული შეყვარებულის ნახვა მოასწავებს მის დაკარგვას.

ასკეტიზმი ასკეტური ცხოვრების წესი სიზმარში მოასწავებს თქვენი ცხოვრებისეული პრინციპებისა და შეხედულებების ცვლილებებს: მის მიხედვით თქვენ განაცვიფრებთ უცნობ ადამიანებს, მაგრამ ხელს კრავთ მეგობრებს.


ატამი ატამი თქვენს მაგიდაზე ბავშვების ავადმყოფობას მოასწავებს. ხეზე ატამი მიგვანიშნებს, რომ თქვენ მიერ გაწეული რისკი გამართლებული იქნება და საქმეები კარგად წავა. გამხმარი ატამი იმაზე მიგანიშნებთ, რომ რომელიმე თქვენი კონკურენტი საქმეში გაჯობებთ. ქალი თუ ატმებს ხატავს, იგი ძალზე დადებით და საიმედო პიროვნებას გაჰყვება ცოლად, მაგრამ თუ იგი მკვახე ატამს სინჯავს ან ჭამს, ნათესავები მის მიმართ სისასტიკეს გამოიჩენენ, ხოლო ავადმყოფობა მას დაამახინჯებს.

ატლასი სიზმარში ატლასის თვალიერება იმის ნიშანია, რომ თქვენ გულდასმით აფასებთ ყველა სარგებელსა და უპირატესობას, ვიდრე წახვალთ რომელიმე მოგზაურობაში ან დაიწყებთ ახალ საქმეს.


ატრია ატრიის ნახვა–არანორმალური მადისა და სურვილის გაჩენის ნიშანია. ასეთ სიზმარში კარგი არაფერია.

აუქციონი აუქციონის ნახვა სიზმარში კარგის ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში გესმით აუქციონერის ხმა, რომელიც აცხადებს ფასებს, ეს გპირდებათ ბრწყინვალე პერსპექტივასა და კარგ გამოსავალს რისკიანი ოპერაციიდან.
კომერსანტს აუქციონზე რაიმეს ყიდვა უწინასწარმეტყველებს წარმატებულ გარიგებას, გლეხს კი წარმატებულ ფერმერობას. ქალისათვის ასეთი სიზმარი განსაკუთრებით სასურველი ნიშანია, მაგრამ თუ სიზმრის გამო გაგიჩნდათ სინანულის გრძნობა, მაშინ იგი მიგანიშნებთ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ ბიზნესის სფეროში.

აფეთქება აფეთქების ნახვა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ გარშემომყოფთა შეცდომები გამოიწვევენ დანაკარგსა და თქვენს უკმაყოფილებას. თუ თქვენ და სხვებს სახე გაგიშავდათ აფეთქებისაგან, მაშინ ტყუილუბრალოდ დაგადანაშაულებენ ლაქლაქში და გარემოებაც თქვენ წინააღმდეგ იქნება.
ბოლი და ნამსხვრევები ნიშნავენ საქმიან წრეებსა და საზოგადოებაში უსაფუძვლო დაუკმაყოფილების გრძნობას. თუ სიზმარში თქვენ ცეცხლში ხართ გახვეული ან აფეთქების ტალღამ გადაგაგდოთ, მაშინ თქვენი უღირსი მეგობრები ბოროტად ისარგებლებენ თქვენი ნდობით და გაგწირავენ. ახალგაზრდა გოგონები ასეთი სიზმრის შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ უცხო მამაკაცებთან ურთიერთობისას.

აფთარი აფთარის ნახვა ყოველთვის უსიამოვნებასა და წარუმატებლობის მაუწყებელია საქმეში, მათ შორის კომპანიონებისაგან მომდინარე, რადგან ისინი სულიერად თქვენთვის უცხონი აღმოჩნდებიან. შეყვარებულებისათვის აფთარის ნახვა ხშირი ჩხუბის მიმანიშნებელია. თუ გესიზმრებათ, რომ აფთარი თავს გესხმით–თქვენს წრეში გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც შეეცდება თქვენი უმწიკლო სახელის შებღალვას.

აფრიკა თქვენი თავი ნახოთ აფრიკაში კაციჭამიების გარემოცვაში–ელოდეთ, რომ თქვენი მტრები და ცილისმწამებლები მომავალში დაგიწყებენ დევნასა და შევიწროებას. ქალს ასეთი სიზმარი უქადის მოსაწყენ მოგზაურობას, რომელიც ვერც დაამშვიდებს მას და ვერც გაართობს.


აქანდაზი აქანდაზი მძიმე, მაგრამ საინტერესო საქმის ნიშანია. ძველი ან გატეხილი აქანდაზი ოცნებების დამსხვრევას მოასწავებს.


აქლემი აქლემის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია: თქვენ გამოავლენთ მოთმინებასა და სიმტკიცეს, გადალახავთ წარუმატებლობებს, რომლებმაც თავის დროზე გაგიცამტვერათ ყველა ოცნება უკეთესობისაკენ. თუ დაგესიზმრათ, რომ აქლემის პატრონი ხართ, გახდებით მდიდარი მაღაროს მფლობელი.უდაბნოში მოხეტიალე აქლემის ქარავანის ნახვა ნიშნავს დახმარებას, რომელიც გადაგარჩენთ უკანასკნელ წუთს. ეს სიზმარი, ავადმყოფებს, მოსალოდნელის საპირისპიროდ, სწრაფ გამოჯანმრთელებას ჰპირდება.
თუ თქვენ ხედავთ ერთკუზიან აქლემს, ე.ი. თქვენდამი მოულოდნელად გამოიჩენენ ყურადღებასა და ქველმოქმედებას, რომელსაც თქვენ ღირსეულად მიიღებთ. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი ჰპირდება უღრუბლო მომავალს.


აღდგომა სიზმარში თუ ნახეთ, რომ ვითომ თქვენ აღსდექით– უდიდესი უსიამოვნების მომასწავებელია, რომელსაც მანამდე განიცდიდით, ვიდრე თქვენი იმედების შესრულებას მიაღწევთ. სიზმარში სხვების აღდგომის ნახვა მოასწავებს შიშსა და მღელვარებას, რომელსაც შეგიმსუბუქებთ მეგობრების ზრუნვა.

აღვირი ცხენის აღვირი გიწინასწარმეტყველებთ ისეთ საქმეს, რომელიც ბევრ მღელვარებას მოგიტანთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელსაყრელი აღმოჩნდება.


აღმასვლა, დაწინაურება თუ დაგესიზმრათ, რომ დაგაწინაურეს, თქვენი უნარი, სწორი დასკვნები აკეთოთ, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მაღლა ჰაერში ასვლა მოულოდნელ სიმდიდრეს ნიშნავს, მაგრამ თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ, ვინაიდან მოულოდნელი წინააღმდეგობებიც შეგხვდებათ. თუ მათზე ადიხართ, სერიოზული გამოცდა გელით. თუ ვერ შეძელით მწვერვალამდე მისვლა, იმედები გაგიცრუვდებათ. კიბეზე ასვლა წარმატებაა, თუ კიბე ჩაგიტყდათ–უბედურ შემთხვევას მოერიდეთ.
თუ ადიხართ კედელზე და იქ ფანჯარაა–ახლობლების ნებართვის გარეშე სარისკო ქმედებას განახორციელებთ, თუმცა საბოლოოდ, საქმეები კარგად დამთავრდება. სადმე ადვილად, დაღლილობის გარეშე ასვლა თქვენთვის სასიკეთო სიტუაციებს ნიშნავს. ძნელად ასვლა არასასიამოვნო ცვლილებებია.


აჩრდილი, მოჩვენება თუ სიზმარში ცაზე დაინახეთ მოჩვენება ან ანგელოზი, ეს მოასწავებს ახლო ნათესავის დაკარგვას ან სხვა უბედურებას. თუ სიზმარში თქვენგან მარჯვნივ ცაში ქალის მოჩვენებაა, მარცხნივ კი კაცის, რომლებიც მხიარულად გიყურებენ–ეს გაურკვევლობისაგან თავის დაღწევას და წარმატების სწრაფად მიღწევას მოასწავებს, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან სიკვდილის მოახლოებას იგრძნობთ.
თუ გრძელტანსაცმლიანი ქალის მოჩვენება ცაში დაფრინავს, თქვენ მიაღწევთ წარმატებას სამეცნიერო სფეროში და გამდიდრდებით კიდეც, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში მაინც სევდა დაისადგურებს. ცოცხალი ნათესავის აჩრდილი სიზმარში მეგობრების მხრიდან ღალატს მოასწავებს და საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
თუ აჩრდილი მოჩვენება მუდმივად თან დაგდევთ, ეს არასასიამოვნო მოვლენების მაუწყებელია, ხოლო პირიქით, თუ აჩრდილი გშორდებათ, უსიამოვნება უმნიშვნელო იქნება. მოჩვენება სიზმარში თქვენგან ყველა საქმეში მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს, რადგანაც საშიშროება რეალურია. ახალგაზრდებს მოჩვენება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან დამოკიდებულებაში სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.


აცრა თუ სიზმარში აგცრეს, ე.ი. თქვენი მიდრეკილება ქალთა სქესის მიმართ ცუდად დამთავრდება. ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მას უღალატებენ. იმის დანახვა, თუ სხვას როგორ ცრიან, საქმეში წარუმატებლობას მოასწავებს.


აწონვა თუ სიზმარში ხედავთ აწონვას– კარგი ცვლილებების მომასწავებელია: თქვენ უახლოვდებით თქვენი ცხოვრების წარმატებულ პერიოდს, როცა გაიმყარებთ მიღწეულს და მომავალშიც დატკბებით თქვენი შრომის ნაყოფით.
თუ სიზმარში ვიღაცას წონით– სიზმარი გპირდებათ სხვათა პატივისცემასა და თანამოაზრეების შემოკრებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ის შეყვარებულის თანდასწრებით იმოწმებს წონას, მისი მეგობარი მზად იქნება მისი სურვილის შესასრულებლად.


ახალი ამბები სიზმარში კარგი ახალი ამბების მიღება წარმატების საწინდარია; ცუდისა–პირიქით.


ახალი წელი სიზმარში ახალი წლის შეხვედრა უკეთესი მომავლის საწინდარია. გოგონას ასეთი სიზმარი წარმატებულ ქორწინებას ჰპირდება. თუ გესიზმრათ, რომ ახალ წელს ხვდებით დაღლილი და ზეიმი არ გახარებთ, მზად იყავით ახლობელ ადამიანებთან უსიამოვნებისათვის.


Yandex.Metrica