Image

gzavmili
Rebecca / რებეკა (1940/ქართულად)
Rebecca / რებეკა (1940/ქართულად) ფილმის შინაარსი: მაქსიმილიან დე უინტერი – მდიდარი მამაკაცია, რომელმაც ერთი წლის წინ ცოლი დაკარგა, რებეკა დე უინტერი. ის მონტე–კარლოში ჩამოვა, სდაც მის ვან ხოპერს შეხვდება და მის ახალგაზრდა კომპანიონს, რომლის სახელს ჩვენ ვერც გავიგებთ ფილმის ბოლომდე. ნელნელა მაქსიმილიანი ისე დაინტერესდება ახალგაზრდა ქალით, რომ ბოლოს და ბოლოს დაქორწინდება მასზე. მაქსიმილიანი და ახალი მის უინტერი მენდერლიში დაბრუნდებიან, დე უინტერების ოჯახის სამფლობელოში, კორნუელაში. მაგრამ დე უინტერს მოგონებები რებეკაზე არ ანებებენ თავს... თან რებეკას ყოფილი მსახური მის დენვერსი უარყოფს მაქსიმილიანის ახალ ცოლს, თითქოს ახალგაზრდა გოგონას გაჩენა საშშროებას უქმნის რებეკას ხსოვნას...
Casablanca / კასაბლანკა (1942/ქართულად)
Casablanca / კასაბლანკა (1942/ქართულად) ფილმის შინაარსი: კასაბლანკაში კაზინოს მფლობელი ამერიკელი რიკ ბლეინი შემთხვევით რამოდენიმე წლის წინ დაშორებულ შეყვარებულს ილზას ხვდება,რომელიც ქალაქში ქმართან,ანტიფაშისტური საზოგადოების წევრთან ვიქტორ ლოზანოსთან ერთად ჩამოდის. მათ კვალს გერმანელები მოყვებიან და ილზა რიკს არწმუნებს მნიშვნელოვანი საბუთები გადასცეს,რომლების დახმარებით ვიქტორი კასაბლანკიდან გაქცევას შეძლებს თავის ბრძოლის გასაგრძელებლად...
Sweet November | ტკბილი ნოემბერი (2001/ქართულად)
Sweet November | ტკბილი ნოემბერი (2001/ქართულად) ფილმის შესახებ: კოსტუმში ჩაცმული სარეკლამო აგენტი ნელსონ მოსი მიდის ცხოვრების ასეთი გზით და სხვა სტილი არც კი წარმოუდგენია. მაგრამ ცოცხალს ექსცენტრიულს სარა დივერს, რომელიც ნახევრა ქალი–ცდუნება, ნახევრად ფილოსოფოსია, ძლიან კარგად წარმოუდგენია. თუ კი მას გამოუვა, ნელსონი მისი ახალი გამარჯვება გახდება ადამიანთა ბედისწერის გამოსწორების სიაში. ყოველ თვე მას ახალი პაციენტი ყავს, რომელსაც დახმარება ესაჭიროვება. არანაირი ვალდებულებები. არანაირი დაძალება. არანაირი დამოკიდებულება. და არანაირი სიყვარული ...
Rear Window / ფანჯარა ეზოში (1954/ქართულად)
Rear Window / ფანჯარა ეზოში (1954/ქართულად) ფილმის შინაარსი: ფოტოგრაფი ჯეფ ჯეფრიზი, რომელმაც ფეხი მოიტეხა და ამიტომაც იძლებული გახდა სახლში ყოფილიყო, იმით ერთობოდა, რომ ბინოკლში ადევნებდა თვალს ეზოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ის ერთი მეზობლის უცნაურ მოქცევას შეამჩნევს და დასკვნას გამოიტანს, რომ მან თავისი ცოლი მოკლა... ჯეფი თავის მდგომარეობის გამო ლიზას მიმართავს დახმარებისთვის, ლამაზ ქერა ქალს, რომელიც მოდელად მუშაობს მოდის სალხში. ის სასოწარკვეთილებამდეა მასზე შეყვარებული და ამიტომაც დათანხმდება დაეხმაროს მას...
Dear John / ძვირფასი ჯონი (2010/ქართულად)
Dear John / ძვირფასი ჯონი (2010/ქართულად) ფილმის შინაარსი: პირველი სიყვარულის ბედნიერებით და აკრძალული ხილის გემოთი აღსავსე ორი კვირა გაატარეს უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ, რომელიც სახლში ჩამოვიდა. მაგრამ დრო მალე მიდის – ახალგაზრდა საყვარელი იძულებულია ევროპაში დაბრუნდეს სამსახურის გასაგრძელებლად. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ჯონი გადაწყვეტს თავისი სიცოცხლე მიუძღვნას ჯარს, და დაარღვევს პირობას, რომელიც სავანას მისცა – სახლში დაბრუნდეს და დაქორწინდეს მასზე. გოგონა ჯონს წერილებს წერს, მაგრამ ისინი სულ უფრო იშვიათად მოდიან...
Jet Lag / სიყვარულის ისტორია (2002/ქართულად)
Jet Lag / სიყვარულის ისტორია (2002/ქართულად) აღწერა: პარიზის აეროპორტის ხალხმრავლობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ყველაზე უცნაურ და არაჩვეულებრივ შეხვედრებს... ფელიქსი ჩქარობს საყვარელ ქალთან. როზა გაურბის მამაკაცს, რომელიც არ უყვარს. ფელიქსი წარმატებული ბიზნესმენია, სერიოზული და ჩუმი. როზა კი სილამაზის სალონის დედოფალი, რომელიც უზომოდ ბევრს ლაპარაკობს.
Far and Away / შორს (1992/ქართულად)
Far and Away / შორს (1992/ქართულად) ფილმის შინაარსი:
კიდევ ერთი ისტორია ველურ დასავლეთზე. მომხიბვლელი ლამაზმანი და მისი მორიდებული ირლანდიელი შეყვარებული შორეულ დასავლეთში გაემგზავრებიან ბედნიერების მოსაპოვებლად.მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იღბალი გაუღიმებს მთავარ გმირს და ის საბოლოოდ დაიბყრობს თავისი შეყვარებულის გულს!
The Cider House Rules / მეღვინეების წესები (1999/ქართულად)
The Cider House Rules / მეღვინეების წესები (1999/ქართულად) მოკლე შინაარსი: 40–ნი წლები. სადღაც შორს ომი მზვინვარებს, ობოლთა თავშესაფარში კი სენტ კლაუდში, რომელსაც ექიმი ლარჩი ხელმძღვანელობს, ადამიანური პრობლემები იჭრება. გომერ უელსი თავშესაფარში გაიზარდა და ჯერ არასოდეს გადაცდენილა მის საზღვრებს. სამაგიოეროდ ექიმმეანობაში მიაღწია წარმატებებს – ის ექიმ ლარჩუს ასისტენტობას უწევდა. ზუსტად აქ გომერმა გაიცნო კენდი და მისი შეყვარებული, რომელიც ფრონტზე მიდის. მათთან ერთად ის პირველად მიდის სენტ კლაუდიდან ახალი ცხოვრების სანახავად, რომელზეც ჯერ მხოლოდ ოცნებობდა...
Last Tango in Paris | უკანასკნელი ტანგო პარიზში (1972/ქართულად)
Last Tango in Paris | უკანასკნელი ტანგო პარიზში (1972/ქართულად) ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ბერნარდო ბერტოლუჩი
როლებში: მარლონ ბრანდო, კატრინ ბრეია, კარინ ალეგრე, ჯოვანა გალეტი, მარია შნაიდერი, მასიმო ჯიროტი...
The Switch | მეტი ვიდრე მეგობარი (2010/ქართულად)
The Switch | მეტი ვიდრე მეგობარი (2010/ქართულად) მოკლე შინაარსი: კესი ცდილობს ხელოვნური განაყოფიერებით დაფეხმძიმებას. მომავალი დედის ძველი მეგობარი, უპასუხისმგებლო და ნერვიული უოლტი გადაწყვეტს ნებისმიერ ფასად ბავშვის მამა გახდეს. მოგვიანებით ის იძულებული ხდება კესის დაუმალოს ვინაა ბავშვის ნამდვილი მამა...
Stardust / ვარსკვლავური მტვერი (2007/ქართულად)
Stardust / ვარსკვლავური მტვერი (2007/ქართულად) აღწერა: ატარა ინგლისურ სოფელი მოშორებულია ძველებური კედლით ზებუნებრივი პარალელური სამყაროსგან, სადაც მაგია და ჯადოსნობა მეფობს. ახალგაზრდა ტრისტან ტორნი დაპირდება სოფლის ყველაზე ლამაზ გოგონას, რომ მოუტანს მას ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავს, რომელიც კედის მეორე მხარეს ჩამოვარდა.
P.S. / პოსტსკრიპტუმი (2004/ქართულად)
P.S. / პოსტსკრიპტუმი (2004/ქართულად) აღწერა: ვინ თქვა, რომ პირველი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის? ლიზა ჰარინგტონი კომუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელია. მისი ცხოვრება ზომიერი და უსაფრთხოა, მაგრამ მასაც აქვს ბნელი მხარე. ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი საფრთხის წინაშე დგება.
Wake / გამოფხიზლება (2009/ქართულად)
Wake / გამოფხიზლება (2009/ქართულად) ახალგაზრდა ქალი სახელად კერისი, ძლიერი ემოციების გამოსაცდელად რეგულარულად დადის უცხო ადამიანების გასვენებებში. ერთერთ გასვენებაზე ის შეხვდება ტაილერს, რომელიც დაღუპულ საცოლეს დასტირის, და შეუყვარდება ის.
Coming To America / ვიზიტი ამერიკაში (1988/ქართულად)
Coming To America / ვიზიტი ამერიკაში (1988/ქართულად) აღწერა: აფრიკული სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე პრინცს უნდა თვითონ იპოვოს ცოლი და ამისათვის ამერიკაში მიდის. იქ ის როგორცჩვეულებრივი ადამიანი წარმოადგენს თავს და სასადილოში მრეცხავად მიდის სამუშაოდ, იმიტომ რომ მის არჩევანი მეპატრონის ქალიშვილზე გაჩერდა...
Bobby Deerfield / ვალად ცხოვრება (1977/ქართულად)
Bobby Deerfield / ვალად ცხოვრება (1977/ქართულად) ფილმის შინაარსი:
ავტომრობელელ ბობი დირფილდს ეღუპება მეგობარი. ის უარს ამბობს კვლავ საჭესთან დაჯდომაზე, სანამ არ გაიგებს ზუსტად რა გახდა ავარიის მიზეზი. მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ საბაბია – მას უბრალოდ მობეზრდა საავტორბოლო ბოლიდის საჭეს ტრიალი. ერთხელაც სანატორიუმში ის გაიცნობს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც სასიკვდილოდ აღოჩნდება დაავადებული, – და მხოლოდ ის გააღვიძებს მასში სიცოცხლის წყურვილს...
Little Manhattan / პატარა მანჰეტენი (2005/ქართულად)
Little Manhattan / პატარა მანჰეტენი (2005/ქართულად) ფილმის შინაარსი:
ნიუ–იორკი – ყველაზე რომანტიკული ადგილია დედამიწაზე, თუ კი შენ მხოლოდ ათი წლის ხარ და ცხოვრებაში პირველად შეგიკვარდა. ამ სიმართლეს თავისთვის აღმოაჩენს გეიბი, რომელსაც თავისი თანაკლასელი როზმარი შეუყვარდება. სინამდვილეში ის დიდი ხანია მას იცნობს, მაგრამ როგორც ყველა სხვა დანარჩენი გოგონა ის მასშ სიმპატიას არ იწვევდა. ყველაფერი დაიწყო, როდესაც ისინი სპარინგ–პარტნიორებად აქციეს კარატეს სექციაში...
What Happens in Vegas / ერთხელ ვეგასში (2008/ქართულად)
What Happens in Vegas / ერთხელ ვეგასში (2008/ქართულად) მოკლე შინაარსი: გიჟური წვეულების მეორე დილას, ორი უცხო ადამიანი ერთ საწოლში იღვიძებს. თურმე ისინი წინა ღამეს დაქორწინდნენ და ჯეკ-პოტი მოიგეს. ახლა ყოველ მათგანს, ფულთან ერთად, თავისი მეორე ნახევრისგან თავის დაძვრენა უნდა...
The Dreamers / მეოცნებენი (2003/ქართულად)
The Dreamers / მეოცნებენი (2003/ქართულად) ფილმის მიმოხილვა:
პარიზი, 1968 წელი – სტუდენტების დემონსტრაცია, ქუჩებში ბარიკადები, ჰაერში რევოლუციის სუნი იგრძნობა. მაგრამ სამ ახალგაზრდას – თავისი რეალობა აქვთ, თავის სამყარო – კინოს სამყარო. დღეები და ღამეები ისინი განუწყვეტლივ უყურებენ ფილმებს და სახლიდან არ გადიან... კინო – მათი ცხოვრება გახდა. თავიდან ეს უბრალოდ გატაცება იყო, შემდეგ კი ფსიქოლოგიური და სექსუალური ურთიერთობის რთულ აბლაბუდათ გადაიქცა... ამ დროს კი პარიზის ქუჩებში, ღელვა თავის კულმინაციის წერტილს აღწევს.
Shaun of the Dead | ზომბი სახელად შონი
Shaun of the Dead | ზომბი სახელად შონი ფილმის შესახებ: შონის ცხოვრება დაუმთავრებელ მოსაწყენ სიზმარს გავს: მოსაწყენი სამუშაო, ყოველდღიური ინტრიგები, კინკლაობა შეყვარებულთან და პრობლემები ცენზურათსნ. ერთად-ერთი გულის დასამშვიდებელი - ადგილობრივი ლუდის ბარია, სადაც ის სამსახურის მერე თავის მეგობართან ედისთან ერთად ზის. თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ მკვდრებს მობეზრდათ თავის საფლავებში წოლა: იმათმა გადაწყვიტეს თავისი მოსაწყენი არსებობა გააფერადონ და ქალაქში გასეირნება გადაწყვიტეს. ზომბი-ეპიდემია იწყება! და ვინ შეძლებს ამ ყველაფერს ბოლო მოუღოსი! რა თქმა უნდა შონი!!!
Monster's Ball / მონსტრების მეჯლისი (2001/ქართულად)
Monster's Ball / მონსტრების მეჯლისი (2001/ქართულად) ფილმის მიმოხილვა:
ხენკი თავისი იშვიათი პროფესიით ამაყობს და იმედებს ამყარებს რომ მისი შვილი სონი გააგრძელებს მის საქმეს. უკვე რამოდენიმე თაობაა მამაკაცები მათ ოჯახში ჯალათები არიან... ერთხელ ერთერთი სიკვდილმისჯილი სონის თავის ბოლო ნახატს აჩუქებს... განაჩენის შესრულების შემდეგ, სონი თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს მამის თვალწინ... ხენკი მიატოვებს სამსახურს და ცხოვრების ინტერესს დაკარგავს, სანამ ლეტიცია არ შეუყვარდება. მაგრამ ერთხელაც ის ხენკის ტანსაცმელში თავისი გარდაცვლილი ქმრის ნახატს იპოვის...
Loco Love / გიჟური სიყვარული (2003/ქართულად)
Loco Love / გიჟური სიყვარული (2003/ქართულად) მოკლე შინაარსი: დონალდ ჩანდლერი - რესტორანის მფლობელია. ერთ დღესაც კი ყველაფერს კარგავს რესტორანსაც და სამსახურსაც, რადგან ცოლი მისგან მიდის და ქონებაც თან მიაქვს
Beethoven's 2nd / ბეთჰოვენი 2 (1993/ქართულად)
Beethoven's 2nd / ბეთჰოვენი 2 (1993/ქართულად) აღწერა:
ძაღლს, რომელსაც შემთხვევით დაარქვეს დიდი კომპოზიტორის სახელით, ეგრევე არ გამოუვიდა ოჯახის უფროსის სიყვარულის მოპოვება, მაგრამ სამაგიეროდ ახლა ისინი – ნამდდვილი მეგობრები არიან. ბეტხოვენი უამრავ სახიფათო და სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდება...
Hua Mulan / მულანი (2009/ქართულად)
Hua Mulan / მულანი (2009/ქართულად) მოკლე აღწერა:
ჰუა მულანი - ქალის სახელია რომელმაც მოახერხა და აბსოლუტურად მამაკაცურ არმიაში დაიწყო მსახურება. მისი თავგადასავალი პირველად ცნობილ ჩინურ მუსიკალურ პოემა "ბალადა მულანზე"-ში აისახა VI საუკუნეში. სამწუხაროდ, ამ ნაწამორების პირველადი ტექსტი დაიკარგა დინასტია ტანის მმართველოს დროს, ამიტომ პოემის ორიგინალად მიღებულია ცნობილი ჩინელი მუსიკოსი - გო მაოკვანის გვიანი ნამუშევარი ჩაითვალოს, რომელიც XII საუკუნეში შეიქმნა.
Timer / ტაიმერი (2009/ქართულად)
Timer / ტაიმერი (2009/ქართულად) ფილმის შინაარსი:
ახალი ტექნოლოგები ყოველთვის ცვლიდნენ ადამიანის ცხოვრებას, ხოლო ტაიმერის გამოგონების შემდეგ მისი პირადი ცხოვრების შეცვლაც შეძლეს. ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა იმპლანტირდება მაჯაში და იწყებს დროის ათვლას. როცა ათვლის დრო დამთავრდება გაისმება ზუმერი - მიმოიხედეთ, თქვენი იდეალური პარტნიორი თქვენს წინაშეა. ასე ეწერა რეკლამაში და გასაკვირიც არაა, რომ მარტოხელა უნა ოლირიმაც, რომელსაც ბედი არასდროს წყალობდა გადაწყვიტა სასწრაფოდ ესარგებლა ამ მომხიბლავი წინადადებით. მაგრამ აქაც არ გაუმართლა, იმპლანტირებული ტაიმერი არ მუშაობს, ”ჯერ არ მუშაობს” - როგორც მწარმოებლები არწმუნებენ. ცოტა ხანში უნა სუპერმარკეტში სიმპათიურ ნოქარ მაიკის გაიცნობს და მათ შორის გრძნობები აღიძრება. გოგონა დარწმუნებულია, რომ ზუსტად ის ერთადერთი იპოვა, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა. მაგრამ მაჯაზე ამუშავდება ტაიმერი, რომელიც ამტკიცებს, რომ 4 თვის შემდეგ უნდა შეხვდეს ნამდვილ სიყვარულს...
Tres Metros Sobre El Cielo 2 / ციდან სამ მეტრზე 2 (2012/ესპანურად)
Tres Metros Sobre El Cielo 2 / ციდან სამ მეტრზე 2 (2012/ესპანურად) ფილმის შესახებ:ფილმის მთავარი გმირი ჰაჩი მიემგზავრება მადრიდში და 2 წელი ვეღარ ახერხებს დაბრუნებას.თუმცა ვერ დაივიწყა თავისი ანგელოზი ,რომელმაც ასე მარტივად დაიპყრო მისი გული .გავიდა ორი წელი და ჰაჩი ბრუნდება მადრიდში .ყველაფერი შეცვლილი დახვდება ,ის ადმიანებიც კი ვისთანაც ადრე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.ამიტომ ჰაჩი თავიდა იწყებს ცხოვრებას .გზად მას ერთი გოგონა შეხვდება ,რომელიც რაღაცით ჰგავს მის პირველ სიყვარულს და გადაწყვეტ წერტილი დაუსვას მის მარტოსულ ცოხვრებას.
Anthony Zimmer / ენტონი ზიმერი (2005/ქართულად)
Anthony Zimmer / ენტონი ზიმერი (2005/ქართულად) მოკლე შინაარსი: ფრანსუა კიარას მატარებელში გაიცნობს და სიგიჟემდე შეუყვარდება. მოგვიანებით ის გაიგებს, რომ მან უბრალოდ გამოიყენა ის. კიარა მას თავის გამქრალ ქმრად ასაღებდა, ენტონი ციმერად, რომელსაც მაფია და პოლიცია დასდევს. მაგრამ ფრანსუა მზადაა ყველაფერი დათმოს, რაც მას გააჩნია, სიცოცხლეც კი, კიარას ერთხელ შეხების ბედნიერეის გულისთვის...
Head in the Clouds / თავი ღრუბლებში (2004/ქართულად)
Head in the Clouds / თავი ღრუბლებში (2004/ქართულად) ფილმის შინაარსი: ფილმის მოქმედება ვითარდება წინა საუკუნის 30-ან წლებში ინგლისში, პარიზში და ესპანეთში. ჯილდა ბესე ბინას ქირაობს ირლანდიელ მასწავლებელთან გაი მეილონთან და მიასთან -ესპანეთიდან ემიგრანტთან ერთად. მსოფლიო კი უფრო ახლოს უახლოვდება ომს, ჯილდას გედონისტიკური ცხოვრება მიყავს და მისი ფოტოგრაფის კარიერა წინ მიდის.
The Human Stain / შელახული რეპუტაცია
The Human Stain / შელახული რეპუტაცია წელი: 2003
ჟანრი: დრამა, თრილერი, მელოდრამა
რეჟისორი: რობერტ ბენტონი
როლებში: ედ ჰარისი, ენტონი ჰოპკინსი, კლარკ გრეგი, გარი სინიზი ...

აღწერა:
პროფესორი კოულმან სილკი, რომელიც ახალი ინგლისის ერთ-ერთი პატარა ქალაქის უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობს, მომსახურესთან ფანეი ფერლისთან რომანს გააბავს. როდესაც მათი კავშირი გამოაშკარავდება, ეს სკანდალი მის თანამშრომელს და მწერალს ნეიტან ცუკერმანს დააინტერესებს, რომელიც მის წარსულში ქექვას იწყებს მასზე ბიოგრაფიული წიგნის დაწერის მიზნით.
Sweet Home Alabama / ალაბამა - ტკბილი სახლი (2002/ქართულად)
Sweet Home Alabama / ალაბამა - ტკბილი სახლი (2002/ქართულად) აღწერა: ამ რომანტიკულ კომედიაში ნიუ-იორკელი დიზაინერი მელანი კარმიჩაელი მოულოდნელად ქალაქის ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი სასიძოთი აღმოჩნდება მოიხიბლული . მაგრამ მელანის წარსული უამრავ საიდუმლოს ინახავს,ჯეიკის ჩათვლით – ძუნწი–ქმრის, რომელსაც ცოლად გაყვა ჯერ კიდევ სკოლაში და რომელიოც უარს აცხადებს მასთან განქორწინებაზე.
Serendipity / ინტუიცია (2001/ქართულად)
Serendipity / ინტუიცია (2001/ქართულად) ფილმის შესახებ:
ზამთრის ერთ ხმაურიან დღეს, ნიუ-იორკის შუა ქუჩაში სარა და ჯონათანი ერთმანეთს შეხვდებიან. ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი უეცრად აღმოაჩენს ერთმანეთისკენ ძლიერად იზიდავენ. თუმცა დაახლოებას არ ჩქარობენ და გადაწყვეტენ ბედს გამოცდა მოუწყონ: გოგონა თავის ნომერს წიგნზე მიუწერს, ხოლო ჯონათანი ფულის კუპიურაზე. ფული შეიძლება დაიხარჯოს, ხოლო წიგნი კი ბუკინისტებში დაბრუნდეს. მაგრამ ჯონატანს და სარას სჯერათ, რომ თუ ერთად ყოფნა უწერიათ, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს ერთმანეთს
Romeo + Juliet / რომეო + ჯულიეტა (1996/ქართულად)
Romeo + Juliet / რომეო + ჯულიეტა (1996/ქართულად) ფილმის შინაარსი:
შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...
დღის მუსიკებიყველა
განცხადებები ყველა
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!