Image
gzavmili
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დეროზანი და მისი რეკორდები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დეროზანი და მისი რეკორდები

238 ნახვა
"ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლი შეასრულა "შარლოტის" წინააღმდეგ მატჩში, როცა 40 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამ მაჩვენებლებით, ჰარდენი რამდენიმე მიღწევის ავტორი გახდა. ჯერერთი, ის არის მეოთხე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი +40 ქულით. მანამდე იგივეს გაკეთება შეძლეს მაიკლ ჯორდანმა, პიტ მარავიჩმა და რასელ უესტბრუკმა.

ასევე, ჰარდენი მეხუთე კალათბურთელია ისტორიაში, რომელმაც ერთზე მეტჯერ შეაგროვა სტატისტიკა - 40+15+10. ჰიუსტონელი შემდეგი მოთამაშეების გვერდით დადგა: უილტ ჩემბერლენი - 6-ჯერ, ოსკარ რობერტსონი - 5, ქარიმ აბდულ ჯაბარი - 2, ელჯინ ბეილორი - 2.

გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ, რომ ჰარდენისთვის ეს არის სეზონში მესამე სამმაგი დუბლი +40 ქულით, რაც რასელ უესტბრუკისა და მაიკლ ჯორდანის რეკორდების გამეორებაა.

"ბოსტონთან" შეხვედრაში ტორონტოელმა დემარ დეროზანმა 41 ქულა დააგროვა, რასაც 13 მოხსნაც დაუმატა.

41 ქულა - შედეგიანობის პირადი რეკორდია კალათბურთელისთვის მიმდინარე სეზონში. მან ამ ჩემპიონატში უკვე მესამედ დააგროვა მინიმუმ 40 ქულა, არადა, წინა შვიდ სეზონში მხოლოდ ორი ასეთი მატჩი ჰქონდა.

გარდა ამისა, 13 მოხსნაც პირადი რეკორდია "ტორონტოს" შემტევი მცველისთვის.
და კიდევ, დეროზანი მხოლოდ მესამე მოთამაშეა (კრის ბოშისა და ვინს კარტერის შემდეგ) "ტორონტოს" ისტორიაში, რომელმაც ერთზე მეტ მატჩში დააგროვა +40 ქულა და +10 მოხსნა.

ლავისა და ირვინგის ანტირეკორდი
"იუტასთან" წაგებულ მატჩში, "კლივლენდის" ფორვარდმა კევინ ლავმა და გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა, შესაბამისად, 12 და 20 ქულა დააგროვეს.

ჯამში 32 ქულის მოსაპოვებლად, მათ ერთად 32 ტყორცნა შეასრულეს. დუეტმა მხოლოდ ცხრა ტყორცნა მოათავსა კალათში, რაც 28.1 პროცენტ სიზუსტეს უდრის. ეს მაჩვენებელი უარესია წყვილის ერთად გამოსვლის პერიოდში.


ვაშინგტონი-ჩიკაგო 101:99
26:36, 23:25, 32:16, 20:22
ვ: უოლი (26+14 პასი), ბილი (19), მორისი (19), პორტერი (11), გორტატი (10+12 მოხსნა).
ჩ: ვალენტაინი (19), კარტერ-უილიამსი (14), ლოპესი (14), პორტისი (13), რონდო (12+6 პასი), გიბსონი (10+12 მოხსნა).

ტორონტო-ბოსტონი 114:106
23:18, 23:37, 34:29, 34:22
ტ: დეროზანი (41+13 მოხსნა), ლაური (24+9 პასი), ვალანჩუნასი (18+23 მოხსნა), კეროლი (11).
ბ: ტომასი (27+7 პასი), სმარტი (16), ჰორფორდი (14), გრინი (14), ოლინიკი (13).

ბრუკლინი-ატლანტა 97:117
29:35, 14:26, 27:25, 27:31
ბ: ლოპესი (20), ბოგდანოვიჩი (16), კილპატრიკი (14), ლევარტი (11), ჰოლის-ჯეფერსონი (10).
ა: შრიოდერი (19+10 პასი), მილსეპი (14), ჰოვარდი (14+16 მოხსნა), ჰემფრიზი (13), დილეინი (12), სეფოლოშა (10).

ჰიუსტონი-შარლოტი 121:114
32:26, 35:21, 29:32, 25:35
ჰ: ჰარდენი (40+15 მოხსნა+10 პასი), არიზა (16), ბრიუერი (15), ჰარელი (14), ანდერსონი (13), ნენე (10).
შ: უოკერი (25+10 პასი), მარვ. უილიამსი (16), კამინსკი (22), ჰოიესი (16), ბელინელი (15+6 პასი).

სან ანტონიო-მილუოკი 107:109
23:23, 36:30, 30:30, 18:26
ს-ა: ლენარდი (30), პარკერი (14+7 პასი), გრინი (14), სიმონსი (14), ბერნატსი (11), ლი (10), პ. გასოლი (6+11 მოხსნა).
მ: ბიზლი (28), პარკერი (22), ბროგდონი (17+6 პასი), მონრო (14).

იუტა-კლივლენდი 100:92
29:29, 27:12, 19:25, 25:26
ი: ჰეივორდი (28), ჰუდი (18), ჯორჯი ჰილი (13+7 პასი), ფეივორსი (12), ლაილსი (12), გობერი (11+14 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (29), ირვინგი (20), ლავი (12), ტომპსონი (12+12 მოხსნა).

ლეიკერსი-პორტლენდი 87:108
26:25, 31:30, 12:23, 18:30
ლ: დენგი (14), ინგრემი(11), უილიამსი (10), რენდლი (6+10 მოხსნა).
პ: მაკალუმი
(25), ლილარდი (20+6 პასი), პლამლი (11), ამინუ (8+15 მოხსნა).

გ. სტეიტი-მაიამი 107:95
27:29, 26:25, 26:14, 28:27
გ-ს: დურანტი (28), კარი (25+8 პასი), გრინი (13), კლარკი (10).
მ: უაიტსაიდი (28+20 მოხსნა), ტ. ჯონსონი (18), დრაგიჩი (17), ჯ. ჯონსონი (14+6 პასი).

საკრამენტო-დეტროიტი 100:94
21:29, 22:27, 25:21, 32:17
ს: კაზინსი (24+13 მოხსნა+6 პასი), ტოლივერი (17), კუფოსი (12), ტემპლი (11), გეი (11).
დ: კოლდუელ-პოუპი (21), ჯექსონი (19), ჰარისი (18), დრამონდი (9+12 მოხსნა+7 დაფარება).
წყარო: sportall.ge
12-01-2017, 00:13
ავტორი: aTTiLa
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!