Image
gzavmili
„მე მაინც მოვალ“- ანრი ჯოხაძის კონცერტი

„მე მაინც მოვალ“- ანრი ჯოხაძის კონცერტი

689 ნახვა
7 იანვრის საღამოს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გავიდა. მას შემდეგ, ჯერ კიდევ არ ცხრება ხალხის ოვაციები...
მომღერალმა გრანდიოზული სოლო კონცერტი 2016 წლის 30 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში გამართა. ანრიმ და-ძმასთან, მაგდა და ომარ ჯოხაძეებთან ერთად დუეტები შეასრულა, რაც მსმენელისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.
ტელეეთერში გასული კონცერტის შემდეგ, ანრი ჯოხაძეს სოციალურ ქსელებში შემდეგი კომენტარებით გამოეხმაურნენ:
„ეს კონცერტი იყო ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე) საუკეთესო და მაღალი დონის კონცერტი რაც ალბათ გაკეთებულა ქართულ შოუბიზნესში.
ამ ადამიანს შეუძლია არა მარტო საუკეთესოდ იმღეროს, არამედ იყოს წამყვანიც, დადგას შოუც და დარჩეს ბოლომდე გულრწფელი მსმენელთან როგორიც არის ყოველთვის. ამიტომაც უყვარს ის ხალხს.
ანრი ჯოხაძე არის მომღერალი, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ერქვას ვარსკვლავი. მან ბევრი შრომა გასწია, რომ დღეს ასეთი შემდგარი მომღერალი ყოფილიყო. გადალახა ყველა კარიერული დაბრკოლება და "მაინც მოვიდა", ამიტომ არ შეიძლება ვთქვათ მითუმეტეს ამ კონცერტის შემდეგ, რომ ქართული შოუბიზნესი არ არსებობს. არსებობს და ეს ანრი ჯოხაძეაა!“
„ანრი, ამ წუთებში მთელი საქართველო, ყველა ნორმალური ქართველი ხარობს შენი ნიჭიერებით... ეს არის ქართული გენის, ქართული ჯიშის, „ქართული რასის“ ზეიმი... უფალმა უხვად გადმოაფრქვია ნიჭიერება თქვენს ლამაზ ოჯახს... ეს ციდან მოვლენილი სასწაულია... მადლობა, მადლობა ქალბატონ რუსუდანს უნიჭიერესი შვილების, საუკეთესო ქართველების აღზრდისთვის! გეფერებით და გულში გიკრავთ დიდი სიყვარულით... უფალი გფარავდეთ!“ - მაია ჯოხაძე, ანრის პირველი მასწავლებელი
„ძვირფასო კულტურის მხარევ, იმედია იხილეთ ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი! ძალიან კარგია, რომ უცხოელ სთარებში დიდ ფულს იხდით, მაგრამ იქნებ ჩვენი დააფასოთ ჯერ, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება იმ თქვენს მსოფლიო ვარსკვლავებს და ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ქართველი ნიჭიერი ხალხის მიმართ! იმედია გაიგებთ და რაღაც მაინც შეიცვლება ნელნელა კარგისკენ ...მადლობა ყურადღებისათვის” -ნინი ბადურაშვილი
„ვამაყობ შენით! ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი გვყავს ქართველებს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პიროვნება ჩემი შვილის ნათლიაა“- ლინდა ადამია

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
11-01-2017, 20:51
ავტორი: GOGAGGG
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!