Image
gzavmili
საქართველოს მთავრობა გაზპრომის წინადადებას დათანხმდა

საქართველოს მთავრობა გაზპრომის წინადადებას დათანხმდა

722 ნახვა
საქართველო გაზპრომთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს - განცხადება ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა. მინისტრი განმარტავს, რომ პირველი წლის განმავლობაში, 2017 წელს საქართველო გაზის გატარების სანაცვლოდ ნაწილობრივ ნედლეულს და ნაწილობრივ გარკვეულ თანხას მიიღებს.

2018 წლიდან კი მაგისტრალური გაზსადენით გატარებული გაზის ნაცვლად ქვეყანა სრულად ფინანსური ანაზღაურების ფორმაზე გადავა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია კიდევ რა საკითხებზე შედგა შეთანხმება, მან მხოლოდ ის განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10%-ის გარდა ბუნებრივი აირი დამატებით დასჭირდება, მას გასაყიდ ფასზე ნაკლებ თანხად რუსეთიდან 215 დოლარის ნაცვლად 185 აშშ დოლარად შეიძენს.
11-01-2017, 08:08
ავტორი: news
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!