Image
gzavmili
მკითხაობა ძველ ახალ წელს

მკითხაობა ძველ ახალ წელს

3525 ნახვა
ყველაზე შესანიშნავი დრო, რომ გაიგოთ თქვენი მომავალი და ასევე მეუღლის სახელი ეს არის მკითხაობა ძველ ახალ წელს, რომელიც ჩეგიძლიათ განახორციელოთ 13 იანვრის ღამეს, ასევე ახალი წლის პირველ დღეს ძველი სტილით.
მკითხაობა შეგიძლიათ როგორც მარტო, ასევე მეგობრებთან ერთად, სხვათა შორის ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო მხიარულია.

ვინ უფრო მალე გათხოვდება?
მეგობრებთან ერთად გაარკვიეთ რომელი თქვენგანი გათხოვდება უფრო ადრე. თითოეული გოგონა იღებს ერთი სიგრძის ძაფს. იჭერს ერთი მხრიდან და მეორე მხარეს ცეცხლით წვავს. ვისი ძაფიც ყველაზე მალე დაიწვება იგი გათხოვდება პირველი. და ვისი ძაფიც მაშინვე დაიწვება ახალ წელს არ გათხოვდება.

როგორი იქნება ცხოვრება?
ამისთვის წინასწარ უნდა მოამზადოთ სხვადასხვა შემცველობის ტომრები და შემთხვევით აიღოთ ერთ-ერთი მათგანი. თუ ტომარაში ნაცარია-ცხოვრება იქნება შავი, შაქარი-ტკბილი, ხახვი-ცრემლიანი, ბეჭედი-დაქორწინება, ბოთლი-ლოთობა, მონეტები-სიმდიდრე. შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიფიქროთ სხვადასხვა ვარიანტი.

რა ჰქვია მომავალ მეუღლეს?
შუაღამისას თქვენ უნდა გახვიდეთ გარეთ და კითხოთ სახელი პირველივე შემხვედრს. სწორედ ეს სახელი ერქმევა თქვენს მომავალ მეუღლეს.

ბეჭდით მკითხაობა
მინის ჭიქაში ჩაასხით წყალი. ჭიქის ფსკერზე დადეთ ბეჭედი, წარმოთქვით სიტყვები ''ჩემთვის განკუთვნილი, დამენახოს მე'' და ყურადღებით დააკვირდით ბეჭედს. ბეჭდის ცენტრში თქვენ შეიძლება დაინახოთ მომავალი მეუღლე.

მკითხაობა წიგნით
ძალიან მარტივი და აქტუალური მკითხაობა. ჩაიფიქრეთ კითხვა, რომელზეც გინდათ პასუხის მიღება. აიღეთ წიგნი სასურველია სულიერი შინაარსის, ჩაიფიქრეთ გვერდის ნომერი და ხაზი. გადაშალეთ წიგნი ამ გვერდზე და წაიკითხეთ-ეს იქნება კითხვაზე პასუხი თუ რა გელით ცხოვრებაში.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
10-01-2017, 15:25
ავტორი: ნიკა
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!