Image
gzavmili
გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობას ხვდება დღეს მინსკში კახა კალაძე

გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობას ხვდება დღეს მინსკში კახა კალაძე

72 ნახვა
კომპანია გაზპრომ-ექსპორტის ხელმძღვანელობას ხვდება დღეს მინსკში კახა კალაძე.
სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტს ეხება.

საქართველო შესაძლოა, გაზპრომთან დათმობებზე წავიდეს. მოსკოვი ითხოვს, სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველომ აირის 10 პროცენტის ნაცვლად თანხა მიიღოს.

ოფიციალურ თბილისს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ტრანზიტიდან მიღებული გაზი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ღირებულება.
10-01-2017, 07:59
ავტორი: news
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!