Image
gzavmili
მარკუს მეტრეველის გულახდილი ინტერვიუ -

მარკუს მეტრეველის გულახდილი ინტერვიუ - "მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მიფეთქავდა გული"

2950 ნახვა
ბლიც ინტერვიუ მარკუს მეტრეველთან:

1- რომ არ ვყოფილიყავი მომღერალი ვიქნებოდი
-აუცილებლად ვიქნებოდი პოლიტიკოსი ან მხატვარი, ან დიპლომატი. მაგრამ რა პროფესიაც მაქცს სრულიად მაბედნიერებს და სულიერად ვარ კომფორტულად

2- ყველაზე მეტად მაბედნიერებს
-ჩემი საქმე, მუსიკა, სცენა, ჩემი საყვარელი ადამიანები და მეგობრები

3- ბოლოს ვუთხარი რომ მიყვარს
-ღმერთს (რომ მე ის ძალიან მიყვარს !!!)

4- არასოდეს არავის არ ვაპატიებ...
-არ არის ჩემი მოსაზრება. შემიძლია ვაპატიო ადამიანს მსუბუქი შეცდომიდან დაწყებული მძიმე შეცდომამდე დამთავრებული ოღონდ დოზირებულად, ვინ ვარ მე რომ მოკვდავს არ ვაპატიო, მაშინ როდესაც ღმერთმა უამრავი დანაშაული გვაპატია ჩვენ, მე მას არ ვედრები უბრალოდ ეს ჩემი მოსაზრებაა და ესეც ვცხოვრობ

5- ყველაზე სკანდალური ჭორი რაც საკუთარ თავზე გამიგია
-ვერ გამოვარჩევ ვერცერთს რადგან ჩემთვის ყველა მათგანი უინტერესოა და მსუბუქად სახალისოც

6- ადგილი, სადაც ვმშვიდდები
-არის ჩემი სახლი ან სოფელი

7- პირველი პაემანი მქონდა
-ღრმა ბავშობაში,მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მიფეთქავდა გული

9- ჩემი დილა იწყება
-წყლით და ლოცვით

10- პირველი ჰონორარი დავხარჯე
-პირველი ჰონორარი იყო ჩემი 100€ ათენში და 15 წლის წინ, ვიყიდე ახალი სასცენო კოსტუმი ეს იყო ჩემთვის იმდენად საამაყო, რომ სიხარულისგან ფეხს აღარ ვადგავდი ძირს

11- 10 წლის შემდეგ, მინდა ვიყო
- ისევ ახალგაზრდა და ჯანმრთელი სხვა ყველაფერი მოვა

12- ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ არის
- სუპერ,შემოგევლე,გენაცვალე, გაიხარე

13- ყოველთვის მენატრება
- ჩემი შვილები

14- რომ არ ვყოფილიყავი ქართველი ვიქნებოდი
-ამერიკელი ან ბერძენი

15- თაყვანისმცემლებს ვეტყვი რომ
-მე თქვენ ძალიან მიყვარხართ


სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის
10-01-2017, 07:27
ავტორი: elli.b
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!