Image
gzavmili
პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

570 ნახვა
ორი მამაკაცი იპოვეს გარდაცვლილი პურის საცხობში. შემთხვევა ნაძალადევში, სააკაძის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ისინი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გაიგუდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. საქმეს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებენ.
9-01-2017, 08:12
ავტორი: news
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!