Image
gzavmili
6 ჩვევა, რომელიც იწვევს ნაადრევ დაბერებას

6 ჩვევა, რომელიც იწვევს ნაადრევ დაბერებას

2663 ნახვა
1. მოწევა. არ არის საიდუმლო, რომ მოწევა აბერებს კანს, მავნე ზეგავლნას ახდენს ორგანიზმზე ამიტომაც უკეთესია, თუ საერთოდ არ მოწევთ. გარდა ამისა, მუდმივი სიგარეტის მოწევა ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას.

2. როდესაც ვსვამთ საწრუპი მილიდან. იმის გამო, რომ ჩვენ მუდმივად ვკუმშავთ ტუჩებს, ჩნდება ნაოჭები. ამიტომაც ჯობს დალიოთ სასმელი ჭიქიდან.

3. მუცლით წოლა. როდესაც გძინავთ მუცლით, თქვენ სახე გიდევთ ბალიშზე, რის გამოც ჩნდება ნაოჭები. ახალგაზრდობაში შეიძლება ვერ შეამჩნიოთ თქვენი კანის ცვლილება, მაგრამ მომავალში აუცილებლად აისახება, რადგან კანი კარგავს კოლაგენს.

4. კომპიუტერი. ეკრანიდან მომავალი სინათლე არა მარტო აზიანებს მხედველობას, არამედ აბერებს კანს თვალის გარშემო. ასეთი შედეგი შეიძლება მიიღოთ მაშინ, როდესაც დიდ დროს ატარებთ მონიტორთან ყოველ დღიურად. უმჯობესია ატაროთ სპეციალური სათვალე.

5. გამოშრობა. დიახ, ზამთარში ცივა და გათბობა გინდათ, მაგრამ ზედმეტი სითბო აშრობს კანს. ამის შემდეგ ის ხდება ნაკლებად ელასტიური და სწრაფად ბერდება.

6. ცხიმის გარეშე. წონის დაკლება, ჯანსაღი საკვები ეს კარგია, მაგრამ ჩვენ ორგანიზმს, განსაკუთრებით კანს არ შეუძლია ცხიმის გარეშე. ის შრება. არა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჭამოთ ბურგერები. გაიხსენეთ თხილისა და ზეთისხილის შესახებ. ისინი შეიცავს ცხიმებს, რაც ძალიან სასარგებლოა.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
3-01-2017, 14:45
ავტორი: ნიკა
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!