Image
gzavmili
როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის იმუნიტეტი ზამთარში: 5 რჩევა

როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის იმუნიტეტი ზამთარში: 5 რჩევა

2111 ნახვა
1. გახეხილი კომბოსტო
ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი არის კომბოსტო. მისგან შეგიძლიათ არა მარტო სალათი მოამზადოთ, არამედ მიირთვათ ბევრ კერძთან ერთად. უბრალოდ დაამატეთ ცოტა მცენარეული ზეთი და ხახვი. მასში იმდენი С და Р ვიტამინი შედის, რომ მას შეუძლია ციტრუსსაც კი გაუწიოს კონკურენცია!

2. გოგრა
მოხარშული გოგრა ძალიან სასარგებლოა ზამთარის პერიოდში. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ მოსწონს მოხარშული გოგრა, მაშინ დაჭერით კუბიკებად, მოასხით ლიმონის წვენი და შედგით ღუმელში. ვიტამინების დიდი შემცველობის გამო გოგრა არის შეუცვლელი ჯანმრთელობისთვის.

3. ციტრუსი
ციტრუსი არა მხოლოდ ქმნის სადღესასწაულო ატმოსფეროს, არამედ აუმჯობესებს იმუნიტეტს. აქედან გამომდინარე ფორთოხალი, მანდარინი ან გრეიფურტი არის შეუცვლელი და სასარგებლო თქვენი შვილისთვის. კარგი ალტერნატივა არის მათგან წვენების მომზადება.

4. გამხმარი ხილი
საუკეთესო წასახემსებლად და ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყარო. მაღალკალორიულობის გამო ისინი აკმაყოფილებენ შიმშილის გრძნობას.

5. ცხიმმჟავები
ომეგა-3-ის საუკეთესო წყარო არის წითელი ზღვის თევზი. იმისთვის, რათა მიიღოთ ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტები, შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ თევზის ქონი, რომელიც იყიდება კაფსულების სახით. ეს ბევრად უფრო მოსახერხებელია.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
25-12-2016, 14:55
ავტორი: ნიკა
Company GOGAGGG © 2005 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!